გეშინოდეთ დრამის, რადგან ცხოვრება თავის არსით სასტიკი და ულმობელია და თანაც მოულოდნელობებითაც აღსავსე–ნიაზ ლემონჯავა

1146734_1388356731389751_657235914_nპარტია “ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს” ერთ–ერთი დამფუძნებელი ნიაზ ლემონჯავა სოციალურ ქსელ ფეისბუქში ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება და ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მიმართავს.

“ნათქვამია მოყვარეს პირში უძრახე და მტერს პირს უკანაო ჰოდა მეც სწორედ ახლა ამას ვაკეთებ, აბა დამიგდეთ კარგად ყური, რამ და…….რათ, რამ და…….ვათ ისე იმ ტოტს რომ ჭრით, რომელზედაც ზიხართ. ნუთუ არ წარმოადგენს თვქვენთვის ინტერესის საგანს, თუ რას ფიქრობს ხალხი “ქართულ ოცნებაზე”. ორი მომენტი იკვეთება ან საკუთარი პარტიის კომპრომეტირებაზე მიდიხართ შეგნებულად, რაღაც მოსაზრებით, ან მოვლენების სწორ შეფასებაში და ანალიზში გაქვთ ჭაკად საქმე. თორემ სხვანაირად მტერი არ გიზამდათ იმდენ ცუდს, რაც ამ 2 წლის განმავლობაში საკუთარ თავს დამართეთ. ფოლკლორი კულტურის შეიძლება ითქვას ხერხემალია, ვერავინ ვერ უარყოფს, ღრმა ფიქრის განსჯის ანალიზის კვალი რომ არ ატყვია ხალხიდან წამოსულ ზღაპრებს, მითებს, ლეგენდებს, სიმღერებს, ლექსებს, ანდაზებს, შაირებს თუ გამოცანებს. როცა ასეთ ბრძენ ხალხთან გვაქვს საქმე ვერანაირად ვერ გამოაპარებს ხელისუფლება სად რას ბლანდავს და რა ვნებით იწვის. ნაციონალებმა სწორედ ეს ვერ გაითვალისწინეს და ერის ინტერესების ღალატში გაიშიფრნენ, ჰოდა იგივე უბედურებას ნუ მოიწევთ თქვენც საკუთარ თავზე. თუ ხიბლში ხართ ჩავარდნილი ვერავინ მოგერევათ, ეგ მაგარი ყ…..ბაა, ასე მიშასაც ეგონა, ვერაფრის დიდებით ვერ დააჩერინებდნენ ხელში…. მაგრამ დრამა მაინც გათამაშდა. ას რომ თქვენც გეშინოდეთ დრამის, რადგან ცხოვრება თავის არსით სასტიკი და ულმობელია და თანაც მოულოდნელობებითაც აღსავსე.
P.S. ჩემი მეგობრები ქართულ ოცნებაში მრავლად არიან და სანამ ისინი იქ იქნებიან, მეც მათთან ვიქნები, მაგრამ თავშივე ვთქვი: მოყვარეს პირში უძრახეო, ჰოდა ამიტომაც გამოვიდა ეს წერილი ასეთი’–წერს ნიაზ ლემონჯავა.

banner
წინა სტატიაშიპოლიციელის მკვლელობის საქმეზე სავაჭრო დაწესებულებების თანამშრომლები დაკითხეს
შემდეგი სტატიაპუტინის განმარტოების ადგილი (ფოტოები)