“Daily Mail” – ის ინფორმაციით გერმანულ გამოცემა “Morgen Post” -ზე თავდამსხმებელები დაკავებულები არიან. გამოცემა გერმანელ პოლიციელებზე დაყდრნობით წერს რომ პოლიციამ 2 პირი რამდენიმე წუთის წინ დააკაავა.
“ვანდალისტები რომლებმაც გერმანული გამოცემის “Morgen Post”-ის დაწვა სცადეს დაკავებულები არიან. 2 პირი სამართალდამცავებმა რამდენიმე წუთის წინ დააკავეს,”- წერს “Daily Mail”-ი
შეგახსენებთ, რომ თავდასხმა გერმანულ ენოვან გამოცემაზე დღეს გამთენიისას მოხდა. დამწვარია შენობის არქივის განყოფილება. თავდამსხმელებმა შენობაში ცეცხლწაკიდებული ნივთები შეყარეს.
სახანძრო სამსახურის დროული მუშაობის შედეგად ინციდენტი მალევე აღმოიფხვრა.
“Morgen Post”-ში აცხადებენ, რომ მათზე თავდასხმა, გაზეთ “Charlie Hebdo”-დან გადმოღებული კარიკატურების დაბეჭდვის გამო მოხდა.
პოლიცია “Morgen Post”-სა და “Charlie Hebdos” შორის კავშირზე ამ დრომდე არ საუბრობს.