გერმანიის ვიცეკანცლერი რუსეთისთვის სანქციების გაუქმებას ითხოვს…

Die Zeit-ის ცნობით, გერმანიის ვიცეკანცლერი  ზიგმარ გაბრიელი გამოდის ინიციატივით, რომ სირიის კრიზისში განსაკუთრებული როლის გათვალისწინებით, რუსეთს საერთაშორისო სანქციები მოუხსნან…

,,ყველასთვის ნათელი უნდა იყოს, რომ არ შეიძლება ერთის მხრივ ხანგრძლივი სანქციები გქონდეს დაწესებული ქვეყნისთვის… და მეორეს მხრივ – ამ ქვეყანას ისლამისტებთან ბრძოლაში დახმარებას თხოვდე,, აცხადებს გაბრიელი.

გერმანიის ვიცეკანცლერი ასევე აღნიშნავს, რომ ,,უკრაინის კონფლიქტს არ შეიძლება იმხელა გავლენა ჰქონდეს გერმანიის, ევროპის ქვეყნებისა და აშშ-ს ურთიერთობაზე – რუსეთთან, რომ ეს ქვეყანა სირიის საკითხში პარტნიორის როლიდან ამოვარდეს,,

www.timer.ge

 

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტს აკისრია მნიშვნელოვანი როლი ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც, მაგრამ მიმდინარე საქმეებზე – წარმატებაზეც და წარუმატებლობაზეც, პირველ რიგში პასუხისმგებელია პრემიერ-მინისტრი თავისი გუნდით
შემდეგი სტატიაენგურის ხიდზე მშვიდობიანი აქცია მიმდინარეობს