გერმანია: ჟურნალისტებს სახელმწიფო საიდუმლოს გათქმის ბრალდება მოუხსნეს

გერმანია: ჟურნალისტებს სახელმწიფო საიდუმლოს გათქმის ბრალდება მოუხსნეს

netzpolitik.orgგერმანიის მთავარმა ფედერალურმა პროკურორმა netzpolitik.org-ის ჟურნალისტებს, რომლებსაც ბრალი სახელმწიფო საიდუმლოს გათქმაში ედებოდათ, ბრალი მოუხსნა. გამოძიების დასკვნით, ტექსტებით, რომელიც საიტზე გამოქვეყნდა, არ დარღვეულა კანონი სახელმწიფო საიდუმლო შესახებ. გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც გერმანულმა სპეცსამსახურებმა პროკურატურას მიმართეს შეემოწმებინათ, გამოცემის მიერ გასაჯაროებული ტექსტებით მიადგა თუ არა სახელმიფოს საფრთხე. გამოქვეყნებულ ტექსტებში კონსტიტუციური დაცვის ფედერალური უწყება დამატებითი დაფინანსების მოძიებას ცდილობდა ონლაინ რესურსების ზედამხედველობის გაძლიერებისათვის. ასევე, უწყება აპირებდა განყოფილების გახსნას, რომელიც სოციალურ ქსელებს გააკონტროლებდა. საქმემ დიდი საზოგადოებრივი ინტერესი გამოიწვია

banner
წინა სტატიაშინავთობის ფასი კიდევ დაიწევს
შემდეგი სტატიაედინბურგის ფესტივალი: პერფორმანსი, სადაც შიშვლები ისვრიან ფერებს