გერმანიამ ლტოლვილები ჰიტლერის საკონცენტრაციო ბანაკებში განათავსა…

bukhenvaldThe Daily Mail-ის ცნობით, გერმანიამ ახლო აღმოსავლეთიდან ლტოლვილები, სახელდახელოდ გარემონტებულ ბიუხენვალდის ყოფილ ფაშისტურს საკონცენტრაციო ბანაკში განათავსა…

როგორც ინგლისური პრესა წერს, გერმანიას დიდი ტვირთად აწვება ლტოლვილთა ბოლო დროინდელი შემოსევები და ამდენი ხალხი მართლა არ იციან სად განათავსონ… ,,თუმცა მიუხედავად ამისა, ბიუხენვალდის საკონცენტრაციო ბანაკში ლტოლვილების განთავსება მკრეხელობაა,, წერს ინგლისური მედია.

გავრცელებული ინფორმაციით, ლტოლვილები პირდაპირ იმ ბარაკებში არიან შესახლებული, სადაც ფაშისტებს ტყვეები ჰყავდათ… და მათთვის მხოლოდ მინიმალური პირობებია შექმნილი. შემწეობად გერმანიის ხელისუფლება არაბ ემიგრანტებს 135 ევროს აძლევს თვეში, რითაც მათ საჭმელი და პირადი ჰიგიენის საგნები უნდა იყიდონ, რაც ძალიან ცოტაა… აცხადებს დასავლური მედია.

www.timer.ge

 

banner
წინა სტატიაში92 წლის შიმონ პერესის სიტყვები, რომელმაც სამყარო შეძრა…
შემდეგი სტატიასასწავლო წლის დაწყებას მოსწავლეებსა და პედაგოგებს განათლების მინისტრი ულოცავს