გერმანელი მწერალი, ნობელიანტი გიუნტერ გრასი გარდაიცვალა

87 წლის ასაკში გარდაიცვალა გერმანელი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი გიუნტერ გრასი. როგორც მწერლის ფონდმა გაავრცელა, ის დღეს დილით ქალაქ ლუბეკის საავადმყოფოში გარდაიცვალა.
გიუნტერ გრასი 1927 წლის 16 ოქტომბერს ახლანდელ გდანსკში დაიბადა. ის პირველივე რომანიდან გახდა პოპულარული. წიგნი ნაცისტურ გერმანიას აღწერდა. ის ბევრ ენაზე და ბევრ ქვეყანაში გამოვიდა, მათ შორის ყოფილ საბჭოთა კავშირში.
ამ რომანის შემდეგ გიუნტერ გრასი თავისი თაობის ხმა გახდა, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის დროს დაიბადნენ და საკუთარი მხრებით ატარებდნენ გერმანული ნაციზმის დანაშაულებებს.
მოგვიანებით მწერალი დიდ სკანდალში გაეხვა ნაციზმთან თანამშრომლობის გამო და ისრაელთან უარყოფითი დამოკიდებულების გამო.

banner
წინა სტატიაშიმსოფლიოში ორი მესამედი მორწმუნეა
შემდეგი სტატიაეკვადორის პრეზიდენტის და ბიჭის ფოტომ სოცქსელები გაახალისა