გედევან ფოფხაძე: მთავრობას ნდობა დროზე უნდა გამოუცხადდეს

დღეს პარლამენტში კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის წევრები შესაბამისი პროფილის მინისტრებს მოუსმენენ.

უმრავლესობაში აცხადებენ, რომ მთავრობას ნდობა დროულად უნდა გამოუცხადდეს და პროცედურებში დრო არ დაიკარგოს.

“მთავრობას ნდობა დროზე უნდა გამოუცხადდეს,”-განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

უმრავლესობაში იმედს გამოთქვამენ, რომ ეკონომიკური გუნდი დადებითად წარმოდგება პარლამენტში, თუმცა არ გამორიცხავენ მათთვის კითხვების დასმას. ამავე დროს აღნიშნავენ, რომ ეკონომიკურ გუნდთან მათ ყოველდღიური თანამშრომლობა აქვთ.

banner
წინა სტატიაში“ბიძინა რატომ დაანგრიე საყდრისი”- ყოფილი პრემიერის სახლთან აქცია ხმაურით დასრულდა
შემდეგი სტატიასოზარ სუბარი: პარლამენტის მხრიდან აბსოლუტური მხარდაჭერის იმედი მაქვს