გეგი ნიჟარაძის თანამდებობიდან გაშვებას ქალაქის მერი ჯოკია ბოდოკიას საქმეს არ უკავშირებს

ზედამხედველობის სამსახურის უფროსის გეგი ნიჟარაძის თანამდებობიდან გაშვებას ქალაქის მერი დავით ნარმანია ჯოკია ბოდოკიას საქმეს არ უკავშირებს. ამ თემაზე გავრცელებული ინფორმაცია ნარმანიამ ჟურნალისტებთან უარყო და თქვა, რომ ზედამხედველობის სამსახურის უფროსის გათავისუფლება აპარატის უფროსის, ჯოკია ბოდოკიას სამსახურიდან გათავისუფლებას არ უკავშირდება.

ჯოკია ბოდოკია დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით არის დაკავებული. საუბარია180 ათას ლარზე, რომელიც გამოძიების ინფორმაციით ბოდოკიამ ერთ-ერთი კერძო კომპანიის წარმომადგენელს, თაბუკაშვილის ქუჩის 32 ნომერში, სადაო შენობაზე მშენებლობის ნებართვის გაცემაში დახმარების სანაცვლოდ მოსთხოვა.

banner
წინა სტატიაშითინა ხიდაშელი: ყველაზე მნიშვნელოვანია, საქართველო ვარშავის შემდეგ გამოვიდეს იმ ეტაპზე, სადაც აღარ იარსებებს შუალედური ნაბიჯი ჩვენსა და ნატო-ს შორის
შემდეგი სტატიააშშ დოლარის ოფიციალური ფასი 2.3999 ლარია