“გეგი ნიჟარაძე კარგად ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს,”-დავით ნარმანია

თბილისის მერი დავით ნარმანია მერიის აუდიტის სამსახურის დასკვნას ეხმაურება. მისი გაცნხადებით თუ გეგი ნიჟარაძემ კანონი დაარღვია ამას სამართალდამცავები დაადგენენ მანამდე კი ნიჟარაძე ზედამხედველობის სამსახურის ხელძღვანელის თანამდებობაზე გააგრძელებს მუშაობას.

თბილისის მერს მიაჩნია, რომ ნიჟარაძე ნაკისრ ვალდებულებებს თავს კარგად ართმევს და მან მუშაობა უნდა გააგრძელოს.

“თუ ვინმემ კანონი დაარღვია არიან სამართალდამცავები, რომლებიც რეაგირებას მოახდენენ. გამომძიებლებს არ მოუთხოვიათ, რომ გეგი ნიჟარაძისათვის უფლებამოსილება შემეჩერებინა. ნიჟარაძე კარგად ასრულებს ნაკისრ ვალდებულობებს. გუშინ მე მას ძალიან ბევრი ახალი დავალება მივეცი და უნდა გააგრძელოს აუცილებლად მუშაობა,”- აცხადებს თბილისის მერი დავით ნარმანია.

banner
წინა სტატიაშითვითმფრინავის მგზავრთა უმეტესობა გერმანიის მოქალაქეები იყვნენ
შემდეგი სტატიასაფრანგეთში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ნაწილები ნაპოვნია