გეგა გობეჯიშვილი სასამართლო პროცესი დაიწყო

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საარჩევნო ყრილობის ერთ-ერთი დელეგატის, გეგა გობეჯიშვილი სასამართლო პროცესი დაიწყო.
გეგა გობეჯიშვილს დღეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში დელეგატის სტატუსით მონაწილეობა უნდა მიეღო. წინასწარ ცნობილია, რომ ის მხარს პრეზიდენტობის კანდიდატ რევაზ არველაძეს უჭერს.
გეგა გობეჯიშვილი სამართალდამცავებმა გუშინ დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, გობეჯიშვილი დაკავებულია ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით, რაც ნარკოტიკული საშუალების მოხმარებას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაში“იმედი გვაქვს, საქართველოს ტერიტორული მთლიანობის საკითხი გაერო-ს პრიორიტეტებში მაღალ დონეზე იქნება”
შემდეგი სტატიადელეგატი გეგა გობეჯიშვილი გაათავისუფლეს