გახდება თუ არა ნოდარ ჯავახიშვილის შეფასება დავით შავლიაშვილის მოხსნის საბაბი?

გახდება თუ არა ნოდარ ჯავახიშვილის შეფასება დავით შავლიაშვილის მოხსნის საბაბი?

გახდება თუ არა ნოდარ ჯავახიშვილის შეფასება დავით შავლიაშვილის მოხსნის საბაბი?„კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ნოდარ ჯავახიშვილი ამბობს, რომ მინისტრი დავით შავლიაშილი წარმატებული მინისტრი არ არის.
„ბატონი დავითი ჩემს ასაკსა და გამოცდილებას ანგარიშს უწევს. ვადასტურებ, რომ ერთმანეთის მიმართ გაუცხოების ეტაპიც გვქონდა. ჩათვალა, რომ გარკვეულ საკითხებში კორექტულად არ ვერეოდი, თუმცა, პირისპ¬ირ ვისაუბრეთ და მინისტრსა და მინისტრის¬ მოადგი¬ლეს შორის აუცილებელი ურთიე¬რთგაგების¬ დონეს მაინც მივაღწიეთ.
შავლიაშვილს მარტივად ავუხსენი, რომ სხვის ბოსტანში არასოდეს გადავდივარ. სამინისტროში სწორედ იმისთვის მოვედი, რომ ახალგაზრდები გამოცდილებით შევავსო. არ ვფიქრობ, რომ დავით შავლიაშვილი გამოუცდელი კადრია, რამდენადაც ვიცი, ის გზების დეპარტამენტშიც მუშაობდა, თუმცა, ვერც იმას ვიტყვი, რომ წარმატებული მინისტრია“, – ამბობს ჯავახიშვილი.

banner
წინა სტატიაშიგანათლება, როგორც ყველაზე გრძელვადიანი ინვესტიცია
შემდეგი სტატია“ნაციონალურმა მოძრაობამ” პრეზიდენტს პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის წინადადებით კიდევ ერთხელ მიმართა