„გაცვლით კურსზე ზეგავლენა ბიუჯეტის ოპერაციებს არ ჰქონია“

ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცხადებით, გაცვლითი კურსი ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მაგრამ ეს უპირველეს ყოვლისა მონეტარული პოლიტიკის შედეგია.

მისი თქმით, მიმდინარე ხარჯები დაახლოებით, 140 მილიონი ლარით შემცირდება.

„გაცვლითი კურსი ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მაგრამ ეს არის უპირველეს ყოვლისა მონეტარული პოლიტიკის შედეგი. გასათვალისწინებელია ისიც, თუ როგორი იქნება ბიუჯეტი. ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი არის ბიუჯეტის დეფიციტი. ბიუჯეტის დეფიციტი იქნება 3%-იანი, ეს არის ის მაჩვენებელი, რომელსაც ითვალისწინებს ჩვენი კანონმდებლობა და რაც ასევე მნიშვნელოვანია, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ ვართ მაასტრიხტის აქტის მონაწილე ქვეყანა, ესაა ევროკავშირისთვის მიღებული მაჩვენებელი 3%-იანი ბიუჯეტის დეფიციტი. მაკროოეკონომიკურ პარამეტრებში ჩვენ აბსოლუტურად ვეტევით. ბოლო 8 თვის განმავლობაში გაცვლით კურსზე ზეგავლენა ბიუჯეტის ოპერაციებს არ ჰქონია. იმისთვის, რომ ბიუჯეტმა გააგრძელოს ასეთი პოლიტიკა, ჩვენ გადავწყვიტეთ და შიდა ბაზარზე 100 მილიონით ნაკლებ ლარს ვისესხებთ. გარდა ამისა, ვამცირებთ მნიშვნელოვნად, დაახლოებით 140 მილიონი ლარით მიმდინარე ხარჯებს“, – განაცხადა ხადურმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში.

banner
წინა სტატიაში“საგადასახადო პოლიტიკაზე საუბარი ეროვნული ბანკის კომპეტენციას სცილდება”
შემდეგი სტატიამედიის განვითარების ფონდის – MDF ანგარიში