გაუპატიურებული კაცის დედა: სხვა რა გზა მაქვს? თან შემპირდა, პატარა სახლსაც გიყიდითო…

ყოფილმა პატიმარმა, პოლკოვნიკმა ქეთი ზარნაძემ გაზეთ „საერთო გაზეთში“ გამოაქვეყნა საინტერესო სტატია, რომელსაც „თაიმერი“ უცვლელად გთავაზობთ:

 

2011 წელს რუსთავის ქალთა მეხუთე დაწესებულების სამედიცინო ნაწილში ვიმყოფებოდი. სამედიცინო ნაწილში. აღნიშნულ კორპუსში სასჯელს იხდიდა „სკოჩით დაბმული“ ახალგაზრდის დედა მ.ჯ. იმ საკანში ვმეგობრობდი ორ ქალბატონთან და მათ ხშირად ვსტუმრობდი. მ.ჯ— მ 2011 წელს მოჰყვა, როგორ დააკავეს:

გაუპატიურებული კაცის დედა: სხვა რა გზა მაქვს? თან შემპირდა, პატარა სახლსაც გიყიდითო...

— ძალიან გაჭირვებულები ვიყავით, ლტოლვილები ვართ, სამეგრელოში სოფელში ვცხოვრობდით, ვაჭრობაც ვცადე, მაგრამ არაფერი გამოგვივიდა. ერთხელ ნაცნობმა მითხრა: საზღვართან ჩანთას მოგიტანენ, წამომიღე და 100 ლარს მოგცემო, ვკითხე: ნარკოტიკი ხომ არ იქნება-მეთქი, არაო, შვილები დაიფიცა. ჩემი უფროსი ვაჟი გაიყოლა, ორივე დაიჭირეს, ჩანთაში „ცეზიუმი“აღმოჩნდა. ჩემს შვილს თითქოს ტერაქტის განხორციელება უნდოდა. ბრალდება ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ დანაშაული რომ პროვოცირებლი იყო და „საზიზღარი“ რუსეთის დისკრედიტაციისაკენ იყო მიმართული, ფაქტია. მ.ჯ-მ ნორმალურად წერა-კითხვაც არ იცოდა.
— მეგრული მე არ ვიცოდი და ქართულად ყურადღების დაძაბვა მჭირდებოდა, კარგად გამეგო მისი მონათხრობი. ცეზიუმის შეფუთვაც ამიღწერა, ვინც გადმოსცა. ის პიროვნებაც რუსს ჰგავდა, მაგრამ მეგრული იცოდაო. 2011 წელს დილით მ.ჯ-მ გამაღვიძა. იცოდა, დილით გლდანში „ერბეზე“ (ციხის საავადმყოფო-ქ.ზ.)მივდიოდი, ძალიან შეწუხებული იყო, გაჭირვებით მომიყვა, რომ ნათესავს, რომელსაც ტელეფონზე ელაპარაკა, უთქვამს: შენი მეორე ბიჭიც დაიჭირეს, რაღაცის აფეთქებას გეგმავდა, ნაცემი, ნაწამები ყოფილა და გლდანში გადმოუყვანიათ „ერბეზე“, იქნებ ამბავი გამიგოო. გაოცება ვერ დავმალე, თუ სამეგრელოში დაიჭირეს, რადგან იქ ტერაქტს გეგმავდა, თბილისში ციხის საავადმყოფოში რატომ უნდა გადმოეყვანათ, ვერ მივხვდი. გლდანში იმ დღეს ვერაფერი გავიგე, მაგრამ მეორე დღეს სარწმუნო წყაროებით ინფორმაცია დადასტურდა. ისეთი ნაწამები და არაპროგნოზირებადი იყო, სხვა საავადმყოფოში მისი მიყვანა ნაცგარეწრებისთვის საშიშროებას წარმოადგენდა. არ ვიცი, მაშინ უბრალოდ არ დავინტერესებულვარ, საიდან , მაგრამ დედა შვილის შესახებ ახალ ინფორმაციებს, ტყუილს თუ მართალს, იგებდა, წყარო, ვფიქრობ, ადმინისტრაცია იყო. რომელმაც მოულოდნელად „ტუბის“ მსუბუქი ფორმა აღმოუჩინა გამწარებულ ქალს. რაღა თქმა უნდა, როგორც პატიმრების უმრავლესობას, მასაც მოტყუებით დააწყებინეს მკურნალობა, თან გვაფრთხილებდნენ ტექნიკურად: არ გადაგედოთ, მოერიდეთო… რამდენიმე დღის შემდეგ მ.ჯ-მ მითხრა: ჩემს შვილს აქ მოიყვანენ და შემახვედრებენ.
— არ არსებობს, ის მიუსჯელია, თან ასეთიკეთილი გულის ბიჭებიგგონია დაზვერვის თუ სუსის თანამშრომლები, ნაცემი და ნაწამები შვილი აქ მოგიყვანონმეთქი?
—გული მიგრძნობს, მოიყვანენ.
—ვნახოთ, — ვუპასუხე და დარწმუნებული, რომ ატყუებდნენ, გავეცალე. მეორე დღეს მართლაც დაუძახეს ადმინისტრაციაში. შვილიც მოუყვანეს, ის მოსიარულე გვამს ჰგავდა, ისედაც ავადმყოფი ტანჯვას და წამებას გაენადგურებინა. გამაოცა ფაქტმა, რომ მხოლოდ ერთი დაბალი, ულვაშიანი არასიმპათიური კაცი ახლდა. არც ბადრაგი, არც კუდი, სუსი, ჩემი ინფორმაციით, დაზვერვის თანამშრომელი იყო სამეგრელოდან. აუდიენციის შემდეგ მ.ჯ. მომიყვა: დამინახა თუ არა, ტირილი დაიწყო, შველას მთხოვდა. წარმოუდგენელია, მაგრამ ისიც უთხრა, გამაუპატიურესო. ულვაშამ ორივე დაგვამშვიდა და გვითხრა: თუ კარგად მოიქცევა შენი შვილი, შენ და შენს უფროს შვილს ერთ კვირაში „უდოზე“ გაგიშვებთ და ამასაც აღიარების გამო, მინიმუმ, სასჯელს მივცემთო. კითხვაზე
— რატომ ენდობი ვიღაც გარეწრის სიტვას – მეთქი, მიპასუხა: სხვა რა გზა მაქვს? თან შემპირდა, პატარა სახლსაც გიყიდითო.
— ვინ, ულვაშამ?
— ისეთი გაოცება გამოვხატე, ჩემს ირგვლივ უამრავმა კამერამ დამაფიქსირა. ვერც ვერაფერი ვურჩიე, არც ერთი ოჯახის წევრი არ იყო არც ტერაქტის მომწყობი, არც დამგეგმავი. ეტყობა, გონებაჩამორჩენილ ადამიანებს უფრო იოლად „აბოლებდნენ“ ნაცხროვას არც ღმერთის ეშინოდა და არც ეშმაკის. ჩვენს რამდენიმეწუთიან დიალოგს, სანნაწილის ეზოში, უშედეგოდ არ ჩაუვლია. ქალი, რომელიც გააფრთხილეს არავისთვის არაფერი ეთქვა, 20 წუთი ემოციით მიყვებოდა თავის მწუხარე თავგადასავალს. ეს ამბავი ადმინისტრაციაში მალევე გაიგეს. კონტროლიორი გამოუშვეს და „კრიტში“გადაიყვანეს ქალი, რომელიც „ტუბის“დიაგნოზით მკურნალობდა. მოვასწარი მეთქვა, სასწრაფოდ გაეგზავნა განცხადება, რომ შიმშილობას იწყებდა, შევპირდი: თუ სანნაწილში არ დაგაბრუნებენ, ჟურნალისტებს ინფორმაციას მივაწოდებ-მეთქი. მეორე დღეს დააბრუნეს და მესამე დღეს “უდოთი“ გაუშვეს. არ ვიცი, უყიდეს თუ არა სახლი, ერთი ვიცი, რომ ტელეფონი 2 წელია გამორთული აქვს. მას შემდეგ კი იუთუბზე 2013 წელს ვნახე აღნიშნული ჩანაწერი, შემდეგ მითხრეს, რომ აიღეს. 17 ოქტომბერს ჩანაწერი ისევ გამოჩნდა და გაქრა. იქნებ ადამიანების ჯგუფი უკრაინიდან თუ საქართველოდან გამიზნულად თამაშობს ხალხის ნერვებზე, გვიმტკიცებს, რა უსუსურები ვართ იმ ძალის წინააღმდეგ, რომელიც უხილავიცაა და ხილულიც. ჩვენი სისხლით და ემოციით იკვებება და მისი მომრევი მხოლოდ დროა. თუმცა არც ის დროა უკვე მთებს იქით. ასე რომ, მიშმადიდებლები ჯოჯოხეთში, კუპრიან ქვაბში სალივლივოდ მოემზადონ, ვერც ერთი წყალი მათ სისხლიან, ბინძურ სულს ვერ გარეცხავს. მ.ჯ კი თავის ავადმყოფ და ნაწამებ შვილებთან ერთად, შეიძლება, სადმე ტყეშიც ცხოვრობს და ბედნიერია ორფეხა მხეცებს რომ ვეღარ ხედავს. ფირზე, რომელიც გავრცელდა, გამომძიებელი „ეჭვმიტანილს“ ეკითხება: რას აკეთებ, რას საქმიანობ, რა გაგიკეთებია, ან რას აპირებდი.
ეჭვმიტანილი: — ყველაფერს ცუდს ვაკეთებდი, აფეთქებას ვაპირებდი.
გამომძიებელი: — ვინ შემოგთავაზა აფეთქება?
ეჭვმიტანილი: — თემურიმ.
გამომძიებელი: — იქით უყურე კამერას…

ჩანაწერიდან აშკარად ჩანს, რომ ძალიან ცუდი „რეჟისორი“ ჰყავს ამ სპექტაკლსაც… რაც შეეხება კითხვას, რომელიც ადამიანების მცირე ნაწილს აწუხებს, ვინ გაავრცელა ამაზრზენი კადრები გოგა ხაინდრავას განცხადებას მოვიშველიებ რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა და, რომელსაც სრულიად ვეთანხმები: „ვინც ეს მასალა შექმნა და შეინახა, ზუსტად მისგან არის მიწოდებული უკრაინული საიტისთვის. არაერთხელ მითქვამს, ეს მასალა სპეციალურად დატოვეს, ამის ასლები ბევრია და ეს არის სააკაშვილის შანტაჟი და აშანტაჟებენ თავისი ძველი მეხიდეები, ისინი ვინც ამას სჩადიოდნენ. ეუბნებიან,-შენ რომ კარგად მოკალათდი უკრაინაში და ცხოვრება გაქვს აწყობილი, ჩვენ აქ მძიმე დღეში ვართ და მოგვხედე, თორე ეს ყველაფერი გამოაშკარავდებაო… ეს ისევ სააკაშვილის პრობლემაა, თორე კიდევ ვიმეორებ ამაში არაფერია ახალი. ქართული საზოგადოება მათ სისხლიან რეჟიმს კარგად იცნობს“.

ქეთევან ზარნაძე
 

banner
წინა სტატიაშისასამართლომ 17 მაისის საქმეზე ბრალდებულები გაამართლა
შემდეგი სტატია„თავისუფალი დემოკრატები“ საგანგებო განცხადებას ავრცელებენ