გარემოს დაცვის მინისტრი: სტიქიის განმეორების საფრთხე არსებობს

“სტიქიის განმეორების საფრთხე არსებობს,”- ამ განცხადებას საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი აკეთებს. გიგლა აგულაშვილის განცხადებით, შანსი ანალოგიური ვითარების განმეორებისა არ არის მაღალი, თუმცა თავის დაზღვევის გამო დღეს საღამოდან ხვალ დილამდე სამაშველო სამუშაოები სტიქიის ზონაში შეწყდება.

“საღამოს მოსალოდნელია ნალექი მაგრამ არა იმ მოცულობით რაც იყო წუხელ. ხვალიდან უფრო მეტი ნალექია მოსალოდნელი. არ არის გამორიცხული ანალოგიური განმეორდეს მაგრამ ამის შანსები არ არის დიდი. გვაქვს ინიციატივა, რომ უსაფრთხოების მიზნით შეწყდეს სამძებრო სამუშაოები და დილით განახლდეს. გუშინ სულ თბილისში 20 მეწყრული უბანი გმოვლინდა ყველაზე რთული მდგომარეობა კი წყნეთი-ახალდაბის ტერიტორიაზე დაფიქსირდა. აღნიშნულ მონაკვეთთან დაკავშირებით კონსულტაციები შს სამინისტროსთან და თავდაცვის სამინისტროსთან გავიარეთ და გვაქვს სამოქმედო გეგმა,”- აცხადებს გიგლა აგულაშვილი.

banner
წინა სტატიაშიზურაბ გურიელიძე: ზოოპარკიდან გაქცეული ცხოველების ნაწილი ქალაქშია გაბნეული
შემდეგი სტატიაპოლიტიკოსებმა სამუშაო პროცესი არ უნდა შეაფერხონ – პრემიერი ოპოზიციის აქტიურობაზე