გარემოს დაბინძურებისთვის ახალი „ჯარიმები“ ამოქმედდა?

დღეს თბილისში აირწინაღებსა და სპეციალურ უნიფორმებში ჩაცმული ადამიანები გამოჩდნენ, რომლებიც ჰაერის დაბინძურებისთვის ავტომობილების მძღოლებს „აჯარიმებენ“.

როგორც ირკვევა, ისინი „ეკოპოლისიის“ თანამშრომლები არიან. „ეკოპოლისიის“ თანამშრომლები არ ამბობენ, თუ რომელ უწყებას წარმოადგენენ. ეკოინსპექტორებზე ინფორმაცია არც თბილისის მერიას აქვს.

ეკოინსპექტორები ავტომობილებს ადგილზე ამოწმებენ, „ჯარიმის“ ოდენობა კი ჰაერის დაბინძურების ხარისხზეა დამოკიდებული.

გეგმავს თუ არა „ეკოპოლისი“ მანქანების მასობრივ დათვალიერებასა, თუ სხვა შეზღუდვების დაწესებას, ჯერჯერობით უცნობია.

ცნობისთვის, საქართველოში ჰაერში ტოქსიკური ნაერთების შემცველობა დასაშვებზე სამჯერ მეტია. გარემოს დაცვის ექსპერტების მოსაზრებით, საქართველოში საწვავდამზოგავი ტრანსპორტის წახალისება უნდა მოხდეს და არაეკოლოგიური ტრანსპორტის მიმართ ზომები უნდა გამკაცრდეს.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ ნარკორეალიზატორი დააკავა
შემდეგი სტატიაგურჯაანის გამგეობაში წიწილებიანი კვერცხები ისროლეს + video