გარემოვაჭრეებმა თელავში გზა გადაკეტეს

მოვაჭრეებმა აგრარული ბაზრის მიმდებარე ქუჩა რამდენჯერმე გადაკეტეს. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, დილიდან საპატრულო პოლიციამ მათ გარევაჭრობა აუკრძალა, რამაც მათი პროტესტი გამოიწვია.

გარემოვაჭრეების თქმით, მათი შემოსავლის ერთადერთ წყაროს გარევაჭრობა წარმოადგენს და მისი აკრძალვის შემთხვევაში, ათეულობით ოჯახი შემოსავლის გარეშე რჩება.

ბაზრის მიმდებარე ქუჩა საპატრულო პოლიციამ გახსნა, თუმცა გარემოვაჭრეები აქციების შეწყვეტას არ აპირებენ. აქციის მონაწილეებს თელავის მერის მოადგილე შეხვდა, აკა საჩიშვილი მათ ბაზრის ტერიტორიაზე ალტერნატიული ფართს სთავაზობს, რაზეც გარემოვააჭრეები უარს აცხადებენ და აქციების დაწყებას თელავის მერიასთან გეგმავენ.

banner
წინა სტატიაშიმოკლული ლაშა მახარაძის დედა, არასამთავრობოებს, პრემიერისთვის ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდებს
შემდეგი სტატიადავით უსუფაშვილი – გინდ რესტორანში იყო, გინდ ქუჩაში, ყველგან ამომრჩეველია და მარტივად შეგიძლია თქვა, რომ ამომრჩეველს ხვდები