ქობულეთში დაღუპული ბავშვების მშობლები მომხდარში იმ პედაგოგებსა და მშობლებს ადანაშაულებენ, რომლებიც ბავშვებს თან ახლდნენ. დაღუპული ბავშვების მშობლების თქმით, მათ მოზარდებს შესაბამისი ყურადღება არ მიაქციეს.
გარდაცვლილი ბავშვების მშობლები უკვე ჩავიდნენ ქობულეთში. ისინი ამბობენ, რომ თუ სასტუმრო “არმაზს” ტექნიკური პრობლემები ჰქონდა, ბავშვები არ უნდა მიეღო.
დაღუპული ბავშვების მშობლები შეუძლოდ გახდნენ და ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადის გამოძახება გახდა საჭირო.
შეგახსენებთ, რომ ქობულეთში, სასტუმრო ”არმაზში” გაჩენილმა ხანძარმა სამი არასრულწლოვანის სიცოცხლე იმსხვერპლა. მოზარდები ბათუმში, კონცერტის გასამართად რუსთავიდან ჩავიდნენ და ქობულეთში სასტუმრო “არმაზში” დაბინავდნენ.