გარდაიცვალა ბულგარეთის ტახტის მემკვიდრე

avariya2ბულგარეთის ტახტის მემკვიდრე პრინცი კარდამი სამშაბათს მადრიდში გარდაიცვალა. თითქმის 6 წლის წინ მომხდარი ავტოკატარსტროფის შედეგად ის მძიმედ ტრამვირებული იყო. მიღებული ჰქონდა ტვინის დაზიანება, რამაც საგრძნობლად შეზღუდა მისი მოძრაობა და ურთიერთობის შესაძლებლობა.
მემკვიდრე პრინცი კარდამი ბულგარეთის მეფის სიმეონ მეორეს და დედოფალი მარგარიტას ხუთიდან უფროსი შვილი იყო.
კარდამი 1962 წელს დაიბადა, კლარკის უნოვერსიტეტში (მასაჩუსეცი. აშშ) მიიღო ეკონომიკური და ფილოსოფიური განათლება, მოგვიანებით პენსილვანიის უნივერსიტეტში ხარისხი აიღო სოფლის მეურნეობის დარგში. ესპანეთში ტელეკომუნიკაციების სფეროში მუშაობდა. 1996 წელს ესპანელ მირიამ დე უნგრიაზე დაქორწინდა. მათ ორი შვილი ყავთ 17 წლის ბორისი და 16 წლის ბარტრანი.
2008 წელს მეუღლეები ავტოკატასტროფაში მოყვნენ, რომლის შემდეგადაც პრინცმა მძიმე ტრამვები მიიღო – მან მოძრაობის და საუბრის უნარი დაკარგა, რამდენიმე ხანი კომაშიც იყო. პრინცი საავადმყოფოდან 2009 წელს გამოწერეს. მასზე ზრუნვის მთელი პასუხისმგებლობა მეუღლემ აიღო საკუთარ თავზე.
პრინცის გარდაცვალების მიზეზი ავტოკატასტროფის შედეგების გართულება გახდა.

s-suprugojKardam-Prince-e1428421093582-600x400

banner
წინა სტატიაშიმოსკოვში კინოდოკუმენტალისტი თამარა იაკჟინა დაიკარგა
შემდეგი სტატიააბულაძის პირადი საქმე – რატომ დატოვა დროზე ადრე ციხე პოლიციელების მკვლელობაში ბრალდებულმა