გარდაბნის, მარნეულისა და თეთრიწყაროს ტერიტორიაზე ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა

გარემოს დაცვის სამინისტროს სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების რამდენიმე ფაქტი გამოავლინეს.

გარდაბნის, მარნეულისა და თეთრიწყაროს ტყის ფონდის ტერიტორიაზე 15 კუბური მეტრი წიფლის, რცხილისა და სოჭის ჯიშის ხე უკანონოდ იქნა გაჩეხილი.

მიმდინარეობს გარემოზე მიყენებული ზიანის დადგენა. უკანონოდ აღმოჩენილი ხე-ტყე დაილუქა, მასალები კი შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის ორგანოში გადაიგზავნება.

banner
წინა სტატიაშიალფრედ კოხი სენსაციურ განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაჯემალ ფუტკარაძე ფრაქცია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოდან“ გარიცხეს