“გაოგნებული ვარ არაადეკვატურობის ხარისხით, პრემიერი მაჟორიტარ დეპუტატს ემუქრება” – დავით ბაქრაძე პრემიერს პასუხობს

“გაოგნებული ვარ არაადეკვატურობის ხარისხით, პრემიერი მაჟორიტარ დეპუტატს ემუქრება,” – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმცირესობის ხელმძღვანელი დავით ბაქრაძე საქართველოს პრემიერმინისტრის განცხადებას.

“როდესაც პრემიერმა უნდა იზრუნოს გლეხების პრობლემის მოგვარებაზე, პოლიციას მაჟორიტარი დეპუტატის დაკავებისკენ მოუწოდებს. მხოლოდ იმისთვის, რომ დეპუტატი მოვალეობას ასრულებს და ხალხის გვერდით დგას. გიორგი ღვინიაშვილი იდგება ხალხის გვერდით და შეასრულებს თავის მოვალეობას. განსხვავებით ქართული ოცნების წარმომადგენლებისგან, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგნელბისგან, რომლებიც არჩევნების შემდეგ არ ჩასულან ამომრჩეველთან. მე მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს არ არის პოლიტიზირებული თემა. ჩვენი სურვილი და მოტივაცია არ არის, რომ მოხდეს რთველის პოლიტიზირება. მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენ ვიდგებით ხალხის გვერდით, იქ, სადაც ხალხს ექნება პრობლემა და მოატყუებენ.

გიორგი ღვინიაშვილი განსხვავებით ქართული ოცნების ხელისუფლებისგან ასრულებს მოვალეობას და ეხმარება საკუთარი რაიონის ხალხს. ეს ადამიენები რომლებიც იკ შეიკრიბნენ არ არიან 30-40 პროვოკატორი, როგორც მათ პრემიერმინისტრმა უწოდა. ესენი არიან ათასობით კახელი მევენახე, რომლებსაც მთავრობამ არჩევნებზე ბევრი დაპირება მისცა. პოლიტიკურ ოპონენტებთან ბრძოლას თავი დაანებოს მთავრობამ. თუ რამე კიდევ შეუძლიათ, მოაგვარონ პრობლემები, რაც არის,” – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

საპარლამენტო უმცირესობის წევრმა პრემიერმინისტრის მიერ გაკეთებული განცხადების შეფასებისკენ და დროული რეგირებისკენ პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს მოუწოდა.

banner
წინა სტატიაშითბილისის “დინამოს” პრეზიდენტის რომან ფიფიას ფრესკა სამების ლავრაში
შემდეგი სტატიაკახეთში პოლიციამ ცენტრალური გზის ნაწილი აქციის მონაწილეებისგან ძალის გამოყენებით გახსნა