განგაში პარიზის დისნეილენდში

განგაში პარიზის დისნეილენდში. პოლიციის მობილიზების მიზეზი გასართობი პარკის ტერიტორიაზე მდებარე ერთ–ერთ სასტუმროში აფეთქების საფრთხე გახდა.

ფრანგული პრესის ცნობით, ასაფეთქებელი მოწყობილობის ამოქმედებით ქალი იმუქრებოდა, რომელიც აცხადებდა, რომ პოლიციის მიერ ძებნილი ჰაიატ ბუმედიენი იყო. გავრცელებული ცნობით, ის სამართალდამცველებმა დააკავეს და ამ დროისთვის ინფორმაციას ამოწმებენ. შემთხვევის დროს პარკიდან ხალხის ნაწილობრივი ევაკუაციაც განახორციელდა.

banner
წინა სტატიაში“ნიუ იორკ თაიმსი” მკითხველს 2015 წელს საქართველოში მოგზაურობას ურჩევს
შემდეგი სტატიაყაზბეგიდან 200-ზე მეტი ტურისტი და მგზავრი ანანურში გადმოიყვანეს