განათლების მინისტრი ინფრასტრუქტურულ პროექტებს ეცნობა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე ინფრასტრუქტურული პროექტების გაცნობას აგრძელებს. ამჯერად, მინისტრმა შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სენაკის ფილიალი დაათვალიერა და პედაგოგებსა და სტუდენტებს შეხვდა.
უწყების ინფორმაციით, მესხიას უნივერსიტეტი ზუგდიდსა და სენაკში ფლობს სასწავლო კორპუსებს, რომელთა სრული რეაბილიტაციაც განხორციელდა.
“უნივერსიტეტში ერთდროულად სამაგისტრო და საბაკალავრო და ხუთივე საფეხურის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები ხორციელდება. განახლებულ სენაკის ფილიალში ხდება მხოლოდ პროფესიული სტუდენტების მომზადება ჰუმანიტარულ, სამშენებლო, ტურიზმის, აგრარული, ბიზნესის, ინჟინერიის, ჯანდაცვის, სამართლის და სხვა მიმართულებებზე. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები ხორციელდება რეგიონის ბაზრის კვლევის შედეგების გათვალისწინებით.
უნივერსიტეტში სამინისტროს მხარდაჭერით საპილოტე მოდულური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებიც ხორციელდება.
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ყოველწლიურად პროფესიულ განათლებას 500-ზე მეტი სტუდენტი ეუფლება, მათ შორის 100-მდე სტუდენტი აგრარულ მიმართულებებზე სწავლობს. სენაკის ბაზაზე პროფესიულ საგანამანათლებლო პროგრამებზე სრული მიღება შეზღუდული იყო შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის უქონლობის გამო, დღეს კი, სასწავლებელი ფლობს თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ ლაბორატორიებს, სასწავლო სახელოსნოებს, სასათბურე მეურნეობებს, მეცხოველეობის ფერმას, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას”, – აცხადებენ სამინისტროში.

banner
წინა სტატიაში“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” მარჯანიშვილზე ტექნიკურ სამუშაოებს დღის ბოლომდე დაასრულებს
შემდეგი სტატიასტიქიით დაზარალებულთა კომპენსაციით უზრუნველყოფის შესახებ დოკუმენტის სამუშაო ვარიანტი გავრცელდა