განათლების მინისტრი გიორგი არეშიძის დიპლომის შესახებ პირველ კომენტარს აკეთებს

კახა კალაძის ცოლის ძმის გიორგი არეშიძის დიპლომის შესახებ პირველ კომენტარს განათლების მინისტრი, თამარ სანიკიძე აკეთებს და ამბობს, რომ დიპლომის ნამდვილობის დადგენის პროცედურა არსებობს. მინისტრის განმარტებით დიპლომის მფლობელმა თავად უნდა მოითხოვოს პასუხი ხარისხის განვითარების ცენტრისგან, რომელიც საკითხის შესწავლის შემდეგ შესაბამის დასაბუთებულ პასუხს გასცემს დიპლომის ნამდვილობის შესახებ.

თბილისის მერიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული საჯარო ინფორმაციიდან ირკვევა, რომ განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქალაქო სამსახურის უფროსმა გიორგი არეშიძემ 2010 წელს “წმინდა ნიკოლოზის სახელობის საერთაშორისო ურთიერთობების უნივერსიტეტში” ჩააბარა, თუმცა მსგავსი ინსტიტუტი განათლების სამინისტროს ბაზაში არ იძებნება.

გიორგი არეშიძე მერიაში მაღალ თანამდებობაზე 2014 წლის აგვისტოში დაინიშნა, სავარაუდოდ მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ სტუდენტი უნდა ყოფილიყო.

banner
წინა სტატიაშიერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3906 ლარია
შემდეგი სტატია“ყაზტრანსგაზი” ქართული მხარისგან ინვესტიციების დაბრუნება მოითხოვოს?