„გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული ბარბაროსული აქტი“ – საგარეო საქმეთა სამინისტრო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ ეხმაურება საფრანგეთში განხორციელებულ ტერორისტულ აქტებს და მათ გამოხატვის წინააღმდეგ მიმართულ ბარბაროსულ აქტს უწოდებს. შესაბამისი განცხადება ტრადიციულ ბრიფინგზე უწყების წარმომადგენელმა დავით კერესელიძემ გააკეთა. მისი თქმით, აღნიშნული ტერაქტებით კიდევ ერთხელ დადასტურდა რადიკალური იდეოლოგიისა და მიმდინარე საფრთხეების სერიოზულობა.

„ამიტომ უმნიშვნელოვანესი იყო, რომ გუშინ პარიზში ტერორიზმის და რადიკალური ექსტრემიზმის წინააღმდეგ გამართულმა მილიონიანმა მარშმა ერთად შეკრა საერთაშორისო თანამეგობრობა. ეს გახლდათ უპრეცედენტო მსოფლიო კონსოლიდაციის დემონსტრირება, რასაც საქართველოც უერთდება და კვლავ ადასტურებს სოლიდარობას მთელი დემოკრატიული სამყაროს მიმართ,“ – განაცხადა დავით კერესელიძემ.

banner
წინა სტატიაში“საფრთხე ძალიან მნიშვნელოვანია” – ექსპერტები “კარფურის” საიტზე თავდასხმას აფასებენ
შემდეგი სტატიასაფრანგეთის სხვადასხვა ქალაქში გამართულ სოლიდარობის მარშში 3 მილიონზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა