გამოძიების ფედერალური ბიუროს ასობით არასწორი ლაბორატორიული დასკვნები და უკანონო პატიმრები

ფედერალური ბიუროაშშ-ს გამოძიების ფედერალურმა აღიარა, რომ თითქმის ორი ათეული წლის მანძილზე მათი კრიმინალისტური ლაბორატორიის მიერ გაცემულ დასკვნებში ასობით შეცდომა იყო.

ფედერალური ბიუროს განყოფილების გენერალური ინსპექტორის მოხსენების თანახმად, დაუსაბუთებელი დასკვნები ძირითადად თმის მიკროსკოპული ანალიზის განყოფილებიდან გაიცემოდა.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ სასამართო ექსპერტების მიერ არაკორექტული დასკვნები მინიმუმ 60-ჯერ მაინც იყო გამოყენებული, რომლის შემდეგაც სასიკვდილო განაჩენი იქნა გამოტანილი.
საერთო ჯამში 14 ბრალდებული, რომელთა მიმართაც შეცდომითი ანალიზი იყო გამოყენებული, ან სიკვდილით დაისაჯა, ან ციხეში მოკვდა – წერს გაზეთი Washington Post, რომელმაც პირველმა გამოაქვეყნა სტატია ფედერალური ბიუროს კრიმინალისტური ლაბორატორიის მიერ გაცემულ არასწორ დასკვნებზე.
მოხსენებაში გაკრიტიკებულია „ანალიზი, რომელიც არ ეფუძნება არანაირ სამეცნიერო მონაცემებს, ასევე საუბარია სისხლის სამართლის საქმეებში ფედერალური ბიუროს ექსპერტების მიერ გაზვიადებულ დასკვნებზე“.
Washington Post მონაცემების მიხედვით, 28 ექსპერტიდან, რომლებიც თმის მიკროსკოპულ ანალიზებზე მუშაობენ, 26 მათგანი ბრალდების მხარის სასარგებლოდ მონაცემებს 268 შესწავლილი საქმიდან 95%-ზე მეტ შემთხვევაში აზვიადებდა.
გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, როცა 2012 წელს გაზეთმა Washington Post დაწერა, რომ თმის ანალიზით, რომელიც დანაშაულის ადგილზე იყო ნაპოვნი, სამი ადამიანია ამოცნობილი. ამან გააჩინა ეჭვი, რომ სხვა სასამართლო საქმეებშიც შესაძლებელი იყო შეცდმები.
გამოძიების ფედერალურმა ბიურომ „შეცდომა აღიარა, რომელიც მათი სპეციალისტების დასკვნებშია მოცემული თმის მიკროსკოპულ ანალიზებთან დაკავშირებით.“
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ფედერალური ბიურო „აპირებს ყველა მსჯავრდებულს გააგებინოს შეცდომის შესახებ,რომ სამართლიანობამ იზეიმოს.“
მოხსენებაში ციტირებულია სისხლის სამართლის ადვოკატთა ნაციონალური ასოციაციის პროექტი „უდანაშაულო,“ რომელიც იმაზე იმუშავებს, რომ გაანთავისუფლონ დამნაშავეები, რომელთა მიმართაც არასწორი დასკვნები იყო გამოყენებული.
შესაძლებელია, გამოვიდეს სპეციალური მოხსენება, სადაც უფრო დეტალურად იქნება აღწერილი მომხდარი შეცდომების შესახებ.

banner
წინა სტატიაშირატომ დააკავეს ავიაკომოანია Cathay Pacific-ის პილოტი?
შემდეგი სტატიაირმა ნადირაშვილი: კახაბერ ნაკანი თვითმკვლელობას აპრიებს, თუ მატროსოვზე არ გადაიყვანენ