გამოძიებამ გუშინ მოკლული ბორის ნემცოვის ბოლო მარშრუტი დაადგინა

ტელეკომპანია ТВЦ-მ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც რუსი პოლიტიკოსის ბორის ნემცოვის მოკვლა დეტალურად არის აღბეჭდილი

გამოძიებამ გუშინ, საღამოს მოკლული რუსი ოპოზიციონერის, ბორის ნემცოვის ბოლო მარშრუტი დაადგინა. “იტარ-ტასი” სამართალდამცავ ორგანოებზე დაყრნობით იტყობინება, რომ მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე, ნემცოვმა და მისმა თანმხლებმა უკრაინელმა მოდელმა სავაჭრო ცენტრ “გუმში” ერთ-ერთ რესტორანში ივახშმეს.

“ვახშმის შემდეგ ისინი ფეხით სასეირნოდ გამოვიდნენ ქუჩაში. როგორც ირკვევა, ნემცოვს სწორედ “გუმიდან” აედევნა მკვლელობის ერთ-ერთი თანამონაწილე, რომელიც მკვლელს ატყობინებდა ოპოზიციონერის გადაადგილების შესახებ.

პოლიტიკოსი გოგონასთან ერთად “წითელი მოედნის” გავლით ვასილევსკის დაღმართისკენ გაემართა. ისინი შემდეგ კრემლის სიახლოვეს მდებარე ხიდზე გადავიდნენ. ხიდზე გამოჩნდა უცხო მარკის ავტომობილი, საიდანაც ნემცოვს ესროლეს. მანქანა მალე გაუჩინარდა”, – ამბობს წყარო სამართალდამცავი ორგანოებიდან.

პოლიციის ცნობით, მკვლელობა კარგად იყო დაგეგმილი. ამ დროისთვის ექსპერტიზა ვიდეოკამერების ჩანაწერებს სწავლობს. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე მკვლელობის და იარაღის უკანონოდ ტარების მუხლებით აღძრა.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციის მარშამდე ერთი დღით ადრე მოსკოვშის ცენტრში ცნობილ რუს პოლიტიკოსს ბორის ნემცოვს უცნობი პირი თავს დაესხა და ოთხი ტყვია ესროლა. 55 წლის ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, მოძრაობა „Солидарность“ დამფუძნებელი ბორის ნემცოვი ადგილზე გარდაიცვალა.ამ დროისთვის მოსკოვში მიმდინარეობს სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებები.ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ნემცოვს ოთხი ტყვია ზურგში მაშინ ესროლეს, როდესაც ის “ბალშოი კამენსკის” ხიდზე მეგობარ ქალთან ერთად მიდიოდა. პოლიციის ინფორმაციით, ოპოზიციონერს გამვლელი მანქანიდან უცნობმა პირმა შვიდჯერ ესროლა.მას თან ახალგაზრდა უკრაინელი მოდელი ანა დურიტსკაია ახლდა, რომელიც დაიკითხა.

banner
წინა სტატიაში“ეს იქნება მკვლელობის გამოძიების იმიტაცია”- ადვოკატი მარკ ფეიგენი ნემცოვის მკვლელობაზე
შემდეგი სტატიანემცოვი პუტინის ბრძანებით არ მოუკლავთ… აცხადებს კასპაროვი