გამოქვეყნდა ვლადიმერ ვისოცკის აქამდე უცნობი სიმღერა… (VIDEO)

ცნობილი საბჭოთა ბარდი, პოეტი, მომღერალი და მსახიობი ვლადიმერ ვისოცკი, გასული საუკუნის 70-ანი წლების ბოლოს ბევრს მოგზაურობდა შეერთებულ შტატებში და ამ მოგზაურობების დროს, მან ამერიკაში მცხოვრები მეგობრების, რომელთა უმრავლესობა საბჭოთა დისიდენტები იყვნენ,  ე.წ. ,,ბინის სტუდიებში,, მრავალი სიმღერა ჩაწერა….  თუმცა საბჭოთა კავშირში დაბრუნების შემდეგ ისინი არ გამოუქვეყნებია, რამეთუ ამ სიმღერების შინაარსი და პათოსი მაშინდელი საბჭოთა ხელისუფლებისთვის, რა თქმა უნდა მიუღებელი იყო და დაბლოკავდნენ…

ვისოცკის გარდაცვალებისა და საბჭოეთის რღვევის შემდეგ მისი უცნობი სიმღერები თანდათანობით გამოქვეყნდა… თუმცა ეტყობა არა ყველა, რადგან ამ დღეებში მისმა ერთ-ერთმა მეგობარმა, კალიფორნიელმა მუსიკოსმა მაიკლ მიშმა ინტერნეტ-ქსელს ვისოცკის აქამდე უცნობი და ერთერთი ყველაზე ფილოსოფიური სიმღერა მიაწოდა, რომელიც  ბიბლიური და სტალინური რეპრესიების ისტორიულ მოტივებზე შექმნილი… გავრცელებული ინფორმაციით,  სიმღერის ,,სამოთხის ვაშლები – მესამე ვარიაცია,, სწორედ მაიკლ მიშის ბინაში იქნა ჩაწერილი აშშ-ში 1979 წელს… ვისოცკის გარდაცვალებამდე 3 წლით ადრე.

აღნიშნული სიმღერა ,,რადიო სვობოდამაც,, გამოაქვეყნა…

www.timer.ge

/იხილეთ ვიდეო/

banner
წინა სტატიაში,,რუსეთის აგენტები ამ მთავრობის ხელშეწყობით ძალიან გააქტიურდნენ,, აცხადებს პროფესორი კიზირია
შემდეგი სტატიადიმიტრი ქუმსიშვილი: ძირითადი წნეხი, რომელიც ჩვენი ქვეყნის ვალუტაზე მოდის, შემცირებულია