„გამორთეთ კამერა, არ ვაკეთებ კომენტარს“ – ნარმანია დაზარალებული მოსახლეობის კომპენსაციაზე

დავით ნარმანიასთან ერთად გმირთა მოედანზე მდებარე შტაბში იმყოფებოდა და ვითარებას ადგილზე გაეცნო შს მინისტრი ვახტანგ გომელაური.

დავით ნარმანია იმ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით, რომელზეც საკრებულოს დღეს უნდა ემსჯელა, კომენტარს არ აკეთებს. საუბარია დაზარალებული მოსახლეობისთვის გამოყოფილი თანხის გადანაწილებაზე.

„დოკუმენტი მზად არის და დევს მაგიდაზე,“ – აცხადებს დედაქალაქის მერი. ჟურნალისტის კითხვაზე, მაშინ რატომ არ წარუდგინეს ეს დოკუმენტაცია საკრებულოს, დავით ნარმანიამ პასუხად კამერის გამორთვა მოითხოვა – „გამორთეთ კამერა, არ ვაკეთებ ამაზე კომენტარს,“ – განაცხადა თბილისის მერმა.

როგორც ცნობილია, სტიქიით დაზარალებული მოსახლეობისთვის გამოყოფილი თანხების გადანაწილებაზე საკრებულოს დღეს უნდა ემსჯელა, თუმცა განხილვა გადაიდო.

აღმოჩნდა, რომ 25 მილიონის ათვისების გეგმაზე შესაბამისი დოკუმენტაცია მერიამ საკრებულოში ვერ გადააგზავნა. ამიტომ, ამ დრომდე უცნობია რა პრინციპით გადანაწილდება თანხები. სავარაუდოდ ამის განსაზღვრას კიდევ რამდენიმე დღე დასჭირდება. ოპოზიცია მთავრობას უმოქმედობაში ადანაშაულებს.

banner
წინა სტატიაში5 საათში სუპერთასის 1000-ზე მეტი ბილეთია გაყიდული -biletebi.ge ხარვეზებით მუშაობს
შემდეგი სტატიალევან იზორია: უსაფრთხოების სამსახური გასამხედროებული უწყება არ იქნება