გამოკითხვა უკრაინაში-მიხეილ სააკაშვილის პრემიერმინისტრობას მხარს გამოკითხულთა 50 პროცენტზე მეტი უჭერს

უკრაინულ ტელეარხ 24-ის საიტზე ჩატარებული გამოკითხვით, მკითხველთა 57 პროცენტი, უკრაინის პრემიერმინისტრის პოსტზე, ოდესის გუბერნატორის – მიხეილ სააკაშვილის ნახვას ისურვებდა. მეორე ადგილი ტელეარხის გამოკითხვაში, ფინანსთა მინისტრმა დაიკავა, მას მკითხველთა 13-მა პროცენტმა დაუჭირა მხარი. 8 პროცენტი პრემიერმინისტრის პოსტზე იულია ტიმოშენკოს დაბრუნების მომხრეა, რომელიც ორჯერ ხელმძღვანელობდა მინისტრთა კაბინეტს. გამოკითხულთა მხოლოდ 6-მა პროცენტმა დაუჭირა მხარი მოქმედი პრემიერის – არსენი იაცენიუკის მუშაობას.

მიხეილ სააკაშვილის პრემიერ-მინისტრად დანიშვნის მოთხოვნით პეტიცია პრეზიდენტის საიტზეც გამოჩნდა. ორი დღის განმავლობაში, მან 25 ათასი საჭირო ხელმოწერიდან 2 ათას 700 შეაგროვა.

banner
წინა სტატიაში“ეს არის დემაგოგია”- თამაზ მეჭიაური ეროვნული ბანკის შესახებ კანონზე ოპონენტების კრიტიკას პასუხობს
შემდეგი სტატია,,როცა ძაღლი ალიკაპის გარეშეა და იკბინება,, – კოლომოისკი სააკაშვილზე…