გამოკითხვა: ევროპელებს მოკავშირეების რუსეთისგან დაცვა არ უნდათ

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვამ აჩვენა, რომ ევროპელები ენთუზიაზმის გარეშე უყურებენ პერსპექტივას ნატოს კოლექტიურ სამხედრო დახმარებაზე იმ შემთხვევითვის, თუკი რუსეთი აგრესიას გამოიჩენს.

ამერიკული დამოუკიდებელი სოციოლოგიური კომოანიის Pew Research Center-ის მიზანი იყო დაედგინათ, როგორი დამოკიდებულება აქვთ ჩრდილოეთ ამერიკის და ევროპის მცხოვრებლებს უკრაინის კრიზისზე.

ცხადია, ეს არ არის პირველი გამოკითხვა, მათ შორის უკრაინასა და რუსეთშიც, რომელიც ცდილობს საზოგადოებრივი აზრი გამოიკვლიოს უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით. მაგრამ ეს არის ყველაზე მასშტაბური კვლევა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. გამოკითხვა ნატოს 6 მსხვილ ქვეყანაში ჩატარდა: საფრანგეთი, გერმანია, იტალია, პოლონეთი, ესპანეთი და დიდი ბრიტანეთი, ასევე აშშ-სა და კანადაში.
გამოკითხვის შედეგები წინა კვლევებს დაემთხვა, თუმცა ახალი დამოკიდებულებებიც გამოიკვეთა. ალბათ, ყველაზე გასაოცარი შედეგი არის ის ინფორმაცია, რომ ევროპელებს რუსეთის წინააღმდეგ არ უნდათ გამოსვლა როგორც უკრაინაში, ასევე ყველა ადგილას, სადაც არ უნდა იყოს ეს.
შესაძლოა ყველაზე საინტერესო შედეგი ამ შეკითხვას ჰქონდა: «თუკი რუსეთი სერიოზულ კონფლიქტში შევა ქვეყანასთან, რომელიც ნატოს წევრია, ქვეყანამ უნდა გამოიყენოს თუ არა ძალა მოკავშირის დასაცავად?»
შეკითხვა პირდაპირ კავშირშია ნატოს შეთანხმების საბაზისო პრინციპებთან, რომელიც 1949 წელს შეიქმნა. წესდების მეხუთე მუხლში წერია: «შეიარაღებული თავდასხმა ერთ-ერთ მონაწილეზე… შეფასებული იქნება როგორც ყველაზე თავდასხმა».
ეს ის მნიშვნელოვანი პრინციპია, რომლისთვისაც მცირერიცხოვანი რუსეთის მეზობელი ქვეყნები, ისეთი, როგორიც არის ბალტიისპირეთი, ცდილობდნენ გამხდარიყვნენ ალიანსის წევრი. კოლექტიური უსაფრთხოების გარანტია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მათთვის, რომ მარტო არ იგრძნონ რუსეთთან თავი.
საშუალოდ, ნახევარზე ნაკლებმა (48%) გამოკითხულმა მხარი დაუჭირა ქვეყნების დახმარებას, თუკი მათ თავს რუსეთი დაესხმება. ამ იდეას ყველაზე მეტად გერმანიაში ეწინააღმდეგებიან – 58%-მა განაცხადა, რომ გერმანიამ არ უნდა მიიღოს მოკავშირეების დაცვის ოპერაციაში მონაწილეობა.
საფრანგეთშიც მოკავშირეების დაცვის წინააღმდეგ გამოკითხულთა 53 % გამოვიდა.
საპირისპირო შედეგებია კანადასა და აშშ-ში – მოკავშირეების დაცვის მომხრეები არიან 56 %და 53 %.
გამოკითხვის საინტერესო შეკითხვა იყო ასევე – იღებს თუ არა პასუხისმგებლობას რუსეთი უკრაინის აგრესიასთან დაკავშირებით.
პოლონეთის მოსახლეობის 57%-მა უკრაინის კონფლიქტში მოსკოვი დაადანაშაულა, გერმანიასა და იტალიაში კი, გამოკითხულთა 29%-მა. ბევრ ქვეყანაში გამოკითხულთა მეოთხედს შეკითხვაზე პასუხი არ ჰქონდა.
ასევე, იმის მიუხედავად, რომ ნატოს წევრი ქვეყნების გამოკითხულთა უმეტესობაში კონსესუსი არსებობს უკრაინისთვის ეკონომიკური დახმარების აღმოჩენის კუთხით, ისინი კიევისთვის იარაღის რუსეთის წინააღმდეგ გადაცემის მომხრეები არ არიან. აშშ-შიც კი ამ იდეის მომხრე ნახევარზე ნაკლებია. გერმანიაში კი 77%-მა განაცხადა უარი.
სოციოლოგები ფოკუსირდნენ არა მხოლოდ მოკავშირე ქვეყნების თემაზე. შეკითხვას ვლადიმირ პუტინზე, რამდენად დადებითად არიან განწყობილები მის მიმართ, დასავლეთ გერმანიის 19%-მა უპასუხა დადებითად, აღმოსავლეთ გერმანიაში კი 40%-მა.

მომზადებულია ბიბისის მიხედვით

banner
წინა სტატიაშიჟანა ნემცოვა: რუსეთის პროპაგანდისტული მანქანა დანაშაულებრივია
შემდეგი სტატიაგიორგი ოქროპირიძე: ჩემი ბედი არ უნდა წყდებოდეს მრგვალ ბაღში გამართულ აქციებზე