გამოკითხვა: აშშ-ში ქრისტიანების რიცხვი საგრძნობლად შემცირდა

ახლახანს ჩატარებული გამოკითხვენის თანახმად, უკანასკნელი 7 წლის მანძილზე აშშ-ში ქრისტიანების რიცხვი საგრძნობლად შემცირდა.
პიუს კვლევითი ცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2014 წელს გამოკითხულთა 71 %-მა თქვა, რომ ისინი ქრისტიანები არიან მაშინ, რომცა იგივე კვლევების შედეგი 2007 წელს 78% იყო. ამავე პერიოდში გაიზარდა იმათი რიცხვი, რომლებიც არც ერთ რელიგიას არ მისდევენ – 16-დან 23 %-მდე, ეს დაახლოებით 56 მილიონი მოსახლეა.
ამ მაჩვენებლით აშშ პროტესტანტული ქვეყნების შემდეგ მეორე ადგილზე გავიდა.
აშშ ძველებურად რჩება ყველაზე მსხვილი ქრისტინული გაერთიანებების სამშობლოდ, საშუალოდ 10-დან 7 ადანიანი ამა თუ იმ კონფესიას ეკუთვნის.
პიუს ცენტრის თანამშრომლების თქმით, ქრისტიანების რიცხვის შემცირება პირველ ყოვლისა იმან გამოიწვია, რომ კათოლიკები და ლიბერალი პროტესტანტები სულ ნაკლებად ხდებიან. ეს ტენდენტია აშშ-ს თითქმის ყველა რეგიონში შეინიშნება.
აშშ-ს სამხრეთ ნაწილში კითხავზე, რომელ რელიგიურ ჯგუფს განეკუთვნებით, გამოკითხულთა 19% თქვა, რომ არც ერთს. აღმოსავლეთში იგივე შეკითხვაზე 28%-მა უპასუხა, რომ არც ერთ რელიგიურ ჯგუფს არ განეკუთვნება.
პიუს ცენტრის ხელმძღვანელის გრეგ სმიტის თქმით, 2007 წლიდან ადამიანები მეტად პოლიტიკურად აქტიურები გახდნენ, რაც საზოგადოებრივი ცხოვრების მიმართებებშიც აისახა. შექმნილ ჯგუფებს შორის ბევრია ისეთი რომლებიც ამბობენ, რომ რელიგიის ადგილი საზოგადოებრიც ცხოვრებში არ არის.
გამოკითხვის შედეგები ასეთია:
პროტესტანტები 46,4%
ევანგელური ეკლესია – 25,4%
კათოლიკები – 20,8%
ლიბერალი ქრისტიანები 14,7%
მორმონები – 1,6%
იეღოვას მოწმეები – 0,8 %
სხვა ქრისტიანული ჯგუფები – 0,8%

banner
წინა სტატიაშიმურათ ილდირიმი: საქართველო ჩემი მეორე სამშობლოა
შემდეგი სტატია„ჯონ კერიმ რუსეთში ვიზიტიდან მხოლოდ კარტოფილი მიიღო“–National Journal