გალში ქართველი დააყაჩაღეს

,,თაიმერისთვის,, ცნობილი გახდა, რომ აფხაზეთში გუშინ გალის რაიონის სოფელ ნაბაკევის მკვიდრი ლევან ხასაია, ავტომატით შეიარაღებულებმა პირებმა დააყაჩაღეს.

ორმა შეიარაღებულმა ხასაიას სახლიდან წაიღო ტელევიზორი, ოქროს სამკაულები და დანაზოგი თანხა. თავდამსხმელებმა ნაყაჩაღარი ნივთები მსუბუქი მანქანით გაურკვეველი მიმართულებით წაიღეს.

დაზარალებულმა ლევან ხასაიამ დახმარებისთვის მიმართა დე- ფაქტო აფხაზეთის მილიციას… თუმცა ამ დრომდე დამნაშავეთა ჯგუფი გამოვლენილი  არაა.

banner
წინა სტატიაშისოსო ცინცაძე: კოალიცია ,,ქართული ოცნება“ ფაქტობრივად დაშლილია
შემდეგი სტატიააშშ-ში გარდაცვლილ ქართველ კურსანტებს საქართველოში სამშაბათს ან ხუთშაბათს ჩამოასვენებენ