გალში მომხდარი შეტაკებისას 2 სამართალდამცავი და 3 კრიმინალი დაიღუპა

გალში მომხდარი შეტაკებისას 2 სამართალდამცავი და 3 კრიმინალი დაიღუპა

გალში მომხდარი შეტაკებისას 2 სამართალდამცავი და 3 კრიმინალი დაიღუპააფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლების შინაგან საქმეთა მინისტრის რაულ ლოლუას განცხადებით, გალის რაიონში, დაახლოებით დღის 4 საათზე, ბანდიტური ჯგუფის დაკავების მიზნით ჩატარებული ერთობლივი ოპერაციის მსვლელობისას, კრიმინალების მიერ სხვადასხვა სახის იარაღიდან სამართალდამცავების მიმართულებით ცეცხლი იქნა გახსნილი. შეტაკების დროს, სამართალდამცავების მხრიდან დაიღუპა ორი მოსამსახურე, აფხაზეთის უშიშროების თანამშრომელი ედუარდ ნერსესიანი და რუსი მესაზღვრე ანდრეი უდალცოვი, ხოლო ბანდიტების მხრიდან სამი ბანდიტი იქნა ლიკვიდირებული, დანარჩენებმა კი მიმალვა მოახერხეს.
მინისტრის ცნობით, ოპერაციის ჩატარება გადაწყდა მას შემდეგ, რაც გალის რაიონში ბანდიტების მიერ, გამოსასყიდის მიღების მიზნით გატაცებულმა ერთმა მოქალაქემ (რომლის ვინაობა არ სახელდება) გაქცევა მოახერხა და პოლიციას ბანდიტების ადგილსამყოფელის შესახებ შეატყობინა. ,,გამომდინარე იქიდან, რომ ბანდიტების ადგილსამყოფელი, სასაზღვრო ზოლთან ახლოს მდებარეობდა, ჩატარდა ერთობლივი ოპერაცია და აფხაზურ სპეცრაზმთან ერთად ოპერაციაში რუსეთის ფსბ-ს სასაზღვრო ქვედანაყოფიც ჩაერთო,, აცხადებს მინისტრი. მისივე თქმით, დაღუპული ბანდიტების ვინაობა დაგენილია და ისინი აფხაზური სამართალდამცავების მიერ ადრე ძებნილი პირები აღმოჩნდენენ.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი: ეს მარაზმი დიდხანს ვერ გაგრძელდება
შემდეგი სტატიაერთი ღერი სიგარეტის გადაგდების გამო მოქალაქე ჯარიმდება?