გალში ,,კანონიერი ქურდი,, მურმან ლემონჯავა დააკავეს (VIDEO)

აფხაზური მედიის ცნობით, აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის სამართალდამცავმა ორგანოებმა, 26 ივნისს ჩატარებული საგამოძიოებო ოპერატიული ექსპერიმენტის შედეგად, თანამდებობის პირზე ქრთამის მიცემის ფაქტზე დააკავეს  ,,კანონიერი ქურდი,, 1956 წელს დაბადებული, ქალაქ გალში მცხოვრები მურმან ვალიკოს ძე ლემონჯავა.

დაკავების შემდეგ მურმან ლემონჯავა გადაყვანილი იქნა საგამოძიებო იზოლატორში, სადაც ის გამოძიების დასრულებამდე დარჩება… აფხაზეთის დე ფაქტო პროკურატურის მიერ, მურმან ლემონჯავას წინააღმდეგ, აფხაზეთის ე.წ. სისხლის სამართლის კოდექსის 2 მუხლით არის საქმე აღძრული.

/იხილეთ ვიდეო/

banner
წინა სტატიაში,,საბერძნეთმა ტყვედ ჩავარდნას თავის მოკვლა არჩია,,
შემდეგი სტატიასინტაგმას მოედანზე მოსახლეობა იკრიბება–რა ხდება ათენში