გალუსტ სააკიანი: საქართველოს სომხეთისაგან არანაირი პასუხი არ მოუთხოვია

სომხური გაზეთ ,,ჟოხოვურდის,, ცნობით, სომხეთის ხელისუფლებამ შესძლო დაერწმუნებინა საქართველოს ხელმძღვანელობა, რომ 67 წლის სომხური პარლამენტის სპიკერი გალუსტ სააკიანი, როცა დათანხმდა ე.წ. სამხრეთ ოსეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ანატოლი ბიბილოვის მიღებას, ვერ ათვიცნობიერებდა თავის მოქმედებებს, რამეთუ ასაკოვანი და საკმაოდ გულჩვილი კაცია და ვერ ერკვევა პოლიტიკურ და დიპლომატიურ წვრილმანებში.
გაზეთის ინფორმაციით, საქართველოს ხელისუფლებამ, რომლის ლიდერები თავად არიან შენახვედრი გალუსტ სააკიანთან, მიიღო სომხური მხარის მიერ სიტუაციის მსგავსი ახსნა.
თავად გალუსტ სააკიანი კი, სომხური მედიის სხვა ორგანოსთან განსხვავებულად აფასებს მომხდარს… ,,კაცი მოვიდა… მომისამძიმრა გენოციდის ამბები და წავიდა,, განაცხადა სააკიანმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ის საქართველოში ნამყოფია და საქართველოს ხელისუფლებამ იცის მისი და ოფიციალური ერევნის პოზიცია სამხრეთ ოსეთის მიმართ.
სააკიანმა აღნიშნა, რომ ,,არანაირი პასუხი საქართველოს სომხეთისგან არ მოუთხოვია მომხდარზე… წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მას დაურეკავდა,,

,,იყო მცდელობა სკანდალის აგორებისა და უფრო მეტიც, ეს იყო დარტყმა პირადად ჩემს წინააღმდეგ,, აცხადებს სააკიანი, რომელიც დარწმუნებულია, რომ მისი შეხვედრა ანატოლი ბიბილოვთან, გამოიყენეს პოლიტიკური მიზნებისთვის როგორც საქართველოში ასევე სომხეთში იმისათვის, რომ პირადად მისთვის ევნოთ… ხოლო განცხადებას იმის შესახებ, რომ სააკიანი არ ფლობს დიპლომატიურ ნორმებს, თავად სააკიანმა აბსურდული უწოდა.

www.timer.ge

banner
წინა სტატიაშიირაკლი ალასანია: „რუსეთთან ურთიერთობის მოგვარება ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“
შემდეგი სტატიაეგზიტპოლების შედეგების თანახმად დევიდ კამერონის კონსერვატიულმა პარტიამ გაიმარჯვა