“გაზპრომი” ევროპისთვის უკრაინის გავლით გაზის მიწოდებაზე უარს ამბობს

"გაზპრომი" ევროპისთვის უკრაინის გავლით გაზის მიწოდებაზე უარს ამბობს“გაზპრომი” უარს ამბობს ევროპისთვის უკრაინის გავლით გაზის მიწოდებაზე და სატრანზიტო ნაკადი თურქეთში გადააქვს. ამის შესახებ “გაზპრომის” გენერალურმა დირექტორმა ალექსეი მილერმა განაცხადა.
როგორც “გაზპრომის” ხელმძღვანელმა მოსკოვში, ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისიის თავმჯდომარის მოადგილე მაროშ შეფჩოვიჩთან შეხვედრისას აღნიშნა, გაზსადენი “თურქული ნაკადი” ერთადერთი მარშრუტი იქნება, რომლითაც ევროპისთვის 63 მილიარდი კუბომეტრი რუსული გაზის მიწოდებაა შესაძლებელი, რომელიც ახლა უკრაინის გავლით გადის ტრანზიტს.
“სხვა ვარიანტები არ არის. ჩვენი ევროპელი პარტნიორები უკვე ინფორმირებული არიან ამის თაობაზე და ახლა მათი ამოცანა თურქეთისა და საბერძნეთის საზღვრიდან ბუნებრივი აირის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის შექმნაა”, – განაცხადა ალექსეი მილერმა და დასძინა, რომ ევროპელ პარტნიორებს ამისთვის მაქსიმუმ რამდენიმე წელი აქვთ.

banner
წინა სტატიაშიქართულ მწვანილს “როსსელხოზნადზორის” მცენარეთა კარანტინის ცენტრში შეამოწმებენ
შემდეგი სტატიანატო-ში რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებაზე საუბარი ამ ეტაპზე არასწორად მიაჩნიათ