გაზპრომის ასე უხეშად შემოტანა ეს უკვე არის პოლიტიკური ხელაღებულობა

ეკონომიკური განვითარების ცენტრის თავმჯდომარის რომან გოცირიძი

ეკონომიკური განვითარების ცენტრის თავმჯდომარის რომან გოცირიძიეკონომიკური განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი, რომან გოცირიძე, ხელისუფლების გაზპრომთან მიმდინარე მოლაპარაკებებს “სახიფათოს” უწოდებს და ვერ ხვდება, რატომ შეიძლება, მთავრობა წინასაარჩევნოდ ასეთ ნაბიჯებს დგამდეს.

„ეს არის სახიფათო ინიციატივა, გაურკვეველი მოტივებით, რომელიც არაა პოპულარული ნაბიჯი. ის არ მოეწონება არავის, არც პოლიტიკოსებს, არც ხალხს და არც საერთაშორისო პარტნიორებს ვინაიდან გაზპრომის შევიწროვების კამპანია მიდის მთელს ევროპაში და ყველამ იცის, რომ ეს არის კრემლის პოლიტიკური იარაღი,“ – აცხადებს რომან გოცირიძე.

გოცირიძის თქმით, ხელისუფლება პრორუსულობასთან დაკავშირებით წითელ ხაზებს კვეთს და „გაზპრომის ასე უხეშად შემოტანა ეს უკვე არის პოლიტიკური ხელაღებულობა“.

რომან გოცირიძე 2016 წლის ბიუჯეტის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ ეს ბიუჯეტი იმეორებს წინა ბიუჯეტში არსებულ ყველა შეცდომას.

ბიუჯეტს აქვს ორი დიდი შეცდომა. პირველი, ეს არის მისი 3%-იანი დეფიციტი და მეორე, მისი არასწორი ხარჯები, რომელიც არის მფლანგველური მაშინ, როდესაც ბიუჯეტი უფრო კონსოლიდირებული უნდა ყოფილიყო,“ – ამბობს რომან გოცირიძე.

გოცირიძის თქმით, მოხსნილია ყოველგვარი რეკორდი შტატებისა და ხელფასების გაბერვით. „ჩვენი ბიუჯეტის დაახლოებით მეოთხედი იხარჯება მხოლოდ ხელფასებად. ასეთი ბიუჯეტით მთელი ტვირთი კვლავ ეროვნულ ბანკზე  იქნება აკიდებული და მას ისევ  რთული ნაბიჯების გადადგმა მოუწევს,“ – ამბობს რომან გოცირიძე.

banner
წინა სტატიაშიაფხაზი პოლიტიკოსი ,,ტყის ძმების,, მეთაურ დათო შენგელიას გალში თხილის ბიზნესში ჩაბმაზე საუბრობს…
შემდეგი სტატიააფხაზი ,,გაიშნიკები,, (VIDEO)