“გაზის სუნი იყო, 3 დღე რეკავდნენ, მაგრამ არ მოვიდა არავინ”

“გაზის სუნი იყო, 3 დღე რეკავდნენ, მაგრამ არ მოვიდა არავინ,” – ამ განცხადებას მოქალაქეები აკეთებენ, რომლებიც გლდანში დღეს აფეთქებულ კორპუსში ცხოვრობენ.

მათი თქმით, ბოლო დღეების განმავლობაში სადარბაზოში გაზის სუნი იყო, რის გამოც ადგილზე სპეციალისტები გამოიძახეს. თუმცა, ადგილზე არავინ მისულა.

აღნიშნული ინფორმაციის ყასტრანსგაზში გადაამოწმებისას გენერალურმა დირექტორმა განმარტა,რომ აღნიშნული მისამართიდან ყასტრანსგაზში 3 თვეა, არცერთი შეტყობინება არ შესულა.

გლდანში აფეთქების ზუსტი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. მომხდარზე დაწებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით.

banner
წინა სტატიაში“გამოვიყენებთ ყველა ფორმატს, რათა საქართველოში მიმდინარე პროცესები პარტნიორების მხრიდან კარგად იყოს შეფასებული”
შემდეგი სტატიათბილისის მერია განცხადებას ავრცელებს