ხელების დარტყმით საქმეები არ კეთდება–თინა ხიდაშელი

მე თავდაცვის სამინისტროში მივდივარ იმიტომ, რომ ჯარისკაცებს ვემსახურო და არა იმიტომ, რომ მაგიდაზე ხელების დარტყმით ვილაპარაკო , – ამის შესახებ ჟურნალისტებს თავდაცვის მინისტრის პოსტზე წარდგენილმა თინა ხიდაშელმა განუცხადა.
მისივე განმარტებით, მიაჩნია, რომ მაგიდაზე ხელების დარტყმით საქმეები არ კეთდება.
“გავლენებით მართვა არ არის ჩემი სტილი. მე გუნდური მართვის ადამიანი ვარ. პარტნიორობით და თანამშრომლობით წარმომიდგენია ნებისმიერ ადამიანთან ურთიერთობა, რადგან მგონია, რომ მაგიდაზე ხელის დარტყმით საქმეები არ კეთდება. საქმეები კეთდება მაშინ, როდესაც მე და თქვენ შევთანხმდებით, რა არის ჩვენი ქვეყნისთვის სწორი და მერე თანაბარი პასუხისმგებლობით გავაკეთებთ მას. მე სხვანაირი მართვა არ ვიცი და დარწმუნებული ვარ, რომ თავდაცვის სამინისტროშიც, ისევე როგორც ნებისმიერ ალგილზე, სადაც მიმუშავია, ეს მუშაობის ყველაზე უფრო სწორი ფორმაა. აღნიშნული განსაკუთრებით ჯართან მიმართებათშია მნიშვნელოვანი, რადგან ეს ადამიანები არიან ყველაზე მაღალი რისკის მატარებლები, და არიან ადამიანები, რომლებიც ყველა ჩვენგანის სიცოცხლის სადარაჯოზე დგანან. ისინი განსაკუთრებულ სიყვარულს, პატივისცემას და მოკრძალებას იმსახურებენ. მე იქ მივდივარ იმიტომ, რომ მათ ვემსახურო და არა იმიტომ, რომ მაგიდაზე ხელების დარტყმით ვილაპარაკო. მე იქ მივდივარ იმისთვის, რომ მათ ვემსახურო იმ კეთილშობილურ საქმეში, რასაც ისინი ყოველდღიურად აკეთებენ”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

banner
წინა სტატიაშიროგორ წვრთნიან ამერიკელები უკრაინულ გვარდიას (VIDEO)
შემდეგი სტატიასირიის ოპოზიცია ალეპოზე კონტროლს აწესებს