გაერო: ღაზას სექტორი 5 წელში სრულიად დაცარიელდება

გაერო: ღაზას სექტორი 5 წელში სრულიად დაცარიელდება

 გაერო: ღაზას სექტორი 5 წელში სრულიად დაცარიელდებაგაეროს ახალი მოხსენების თანახმად, ღაზას სექტორი დაუსახლებელი ადგილი გახდება უახლოეს 5 წელიწადში, თუკი მიმდინარე მდგომარეობა არ გაუმჯობესდება.
სამმა სამხედრო ოპერაციამ ღაზას წინააღმდეგ, ასევე ისრაელის ბლოკადამ უკანასკნელი წლების მანძილზე, აჩვენა, რომ რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა იმაზე რთულია, ვიდრე 50 წლის წინ მისი ისრაელის მიერ მითვისებისას.

დოკუმენტში, რომელიც გაეროს ვაჭრობის და განვითარების კონფერენციის ფარგლებშია გამოქვეყნებული, ნათქვამია, რომ ღაზას მცხოვრებლები სურსათ-სანოვაგის სიმწირეს განიცდიან, მათ არა აქვთ ელექტროენერგია და სასმელი წყალი, უმუშევრობის დონე და წარმოების მოცულობა ძალიან დაბალია.

გაეროში თვლიან, რომ რეგიონისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საერთაშორისო დახმარება, თუმცა რაიმე სახის გრძელვადიანი პროექტების მიღება ამ ეტაპზე არ არის დაგეგმილი.
ზაფხულში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ ისრაელი ღაზაში სამხედრო დანაშაულებების ჩადენაში დაადანაშაულა. მაშინ ისრაელის წინააღმდეგ ბრალდებებს შორის პალესტინური დაჯგუფება ჰამასის წინააღმდეგ მოქმედებებზეც იყო საუბარი, რომელიც 2007 წლიდან ღაზას სექტორს აკონტროლებს.

banner
წინა სტატიაშიიტალიამ კოაბზონს ერთწლიანი ვიზა მისცა
შემდეგი სტატიაოდესამ სააკაშვილთან ერთად იუბილე იზეიმა… (ფოტოები)