გაერო-ს გენმდივანი უკრაინელი ჟურნალისტის და ოპოზიციონერის მკვლელობის გამოძიებას ითხოვს

გაერო-ს გენერალური მდივანი შეშფოთებას გამოთქვამს უკრაინელი ჟურნალისტის, ოლეს ბუზინასა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ოლეგ კალაშნიკოვის მკვლელობების გამო.

პან გი მუნის განცხადებს გაერო-ს პრესსამსახური ავრცელებს, რომლის თანახმად, გაერო-ს გენმდივანი აცხადებს, რომ საჭიროა ორივე შემთხვევის სწრაფად გამოძიება, ქვეყანაში კანონის უზენაესობის დაცვა და დამნაშავეების დასჯა.

ჟურნალისტი ოლეს ბუზინა, რომელიც მოქმედ ხელისუფლებას აქტიურად აკრიტიკებდა, ორი დღის წინ მოკლეს. ოპოზიციონერი ოლეგ კალაშნიკოვი კი კიევში საკუთარ სახლში გარდაცვილი იპოვეს.

მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით. უკრაინის პრეზიდენტმა უკვე განაცხადა, რომ მკვლელობის ორივე შემთხვევა, სავარაუდოდ, ერთმანეთთან კავშირშია.

banner
წინა სტატიაში,,ისლამურმა სახელმწიფომ,, ავღანეთის დატერორება დაიწყო
შემდეგი სტატია“ვაზაგაშვილი იმ ხელყუმბარით არ არის აფეთქებული, რომელიც საქმეშია”