გაერო სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების გამოძიებას იწყებს

გაეროს უშიშროების საბჭომ ერთხმად მიიღო რეზოლუცია სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების და მასზე პასუხისმგებელი პირების გამოძიებაზე.
რეზოლუციის თანამხმად, მისი მიღებიდან 20 დღის განმავლობაში, ქიმიური იარაღის ამკრძალავმა ორგანიზაციამ გაეროს უშიშროების საბჭოს საკუთარი რეკომენდაციები უნდა წარუდგინოს გამოძიებასთან დაკავშირებით.
რეზოლუციის პროექტი, შეიქმნას საერთაშორისო მექანიზმი, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი გახდება ქიმიური იარაღის გამოყენების დადგენა, აშშ-მ 9 ივლისს წარუდგინა გაეროს უშიშროების საბჭოს.
დღემდე სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტებს ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაცია იძიებდა. 2014 წლის ბოლოს მათ მიერ წარმოდგენილ მოხსენებაში ნათქვამია, რომ 2014 წელს ქლორი, როგორც იარაღი სირიაში სამ დასახლებულ პუნქტში იქნა გამოყენებული. ამასთანავე, ამ ორგანიზაციას არა აქვს უფლებამოსილება, დაადგინოს დამნაშავე პირები დ ამათი პასუხისმგებლობის საკითხი დასვას.
აშშ-ს გენერალური მდივნის ჯონ კერის განცხადებით, მან შეთანხმებას მიაღწია რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი ლავროვთან, მხარი დაეჭირა რეზოლუციისთვის. კერიმ არა ერთხელ გამოთქვა აზრი, რომ სირიაში ქიმიური იარაღი პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა გამოიყენა.
სირიაში სამხედრო კონფლიქტი 2011 წლიდან გრძელდება. სისხლიანი კონფლიქტის შედეგად 220 ათას ადამიანზე მეტია დაღუპული. მილიონმა კი საკუთარი საცხოვრებელი ადგილი დატოვა.

banner
წინა სტატიაშიდახურულ ჯგუფშიც იქნებიან გომელაურის შნირები – ჩიორა თაქთაქიშვილის ინსტრუქცია
შემდეგი სტატიატაილანდი: რეკორდული წლები სოცქსელში მეფის შეურაცხყოფისთვის