გაერო ნეპალს 15 მილიონ დოლარს გამოუყოფს

გაერო ნეპალს 15 მილიონ დოლარს გამოუყოფს მიწისძვრის შედეგად დაზარალებულების დასახმარებლად – ნათქვამია ორგანიზაციის ოფიციალურ გვერდზე.
განცხადებაში დაკონკრეტებულია, რომ სახსრები გადაერიცხებათ იმ ორგანიზაციებს, რომლებიც ქვეყნის მცხოვრებლებს დაბინავებასა და სხვა სახით ეხმარებიან, მათ შორის წამლით, სასმელი წყლით, საკვებით.
7,8 მაგნიტუსდის მიწისძვრა ნეპალში 25 აპრილს მოხდა. დაღუპულია 5 ათასზე მეტი და დაშავებულია 10 ათასზე მეტი ადამიანი. განადგურებულია ინფრასტრუქტურა და არ მუშაობს ელექტროენერგია.
გაეროს მონაცემებით, მიწისძვრის შედეგად დაზარალდა 8 მილიონზე მეტი ადამიანი. უმეტესმა მათგანმა საცხოვრებელი სახლები დაკარგეს.

banner
წინა სტატიაშიპუტინური „ღამის მგლები“ დიდ გზაზე
შემდეგი სტატიაარა მგონია, ვინმეს „ზემოთ“ არ ესმოდა, რას გამოიწვევდა ყიფიანის წასვლა თანამდებობიდან