გაერო: იარმუკსა და სირიაში დევნილების ბანაკი „სიკვდილის ბანაკს“ დაემსგავსა

„ჯოჯოხეთური“ უწოდა დამასკთან, იარმუკში პალენტინელი დევნილების ბანაკს გაეროს გენერალურმა მდივანმა პან ჰი მუნმა. დევნილები, ერთის მხრივ, ისლამისტების, მეორეს მხრივ კი ასადის არმიისგან განიცდიან თავდასხმებს.
პალესტინელი დევნილების ბანაკი ჯიჰადისტურმა დაჯგუფებამ „ისლამური სახელმწიფო“ დაიპყრო. ცნობა ამის შესახებ ნიუ-იორკში ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე გაეროს გენერალურმა მდივანმა პან გი მუნმა გაავრცელა. მოულოდნელად მკვეთრ განცხადებაში გაეროს გენერალურმა მდივანმა თქვა, რომ „სირიის კოშმარში ბანაკი იარმუკი ყველაზე კოშმარული ჯოჯოხეთია.“
მან თქვა, რომ ბანაკში მცხოვრებ 16 ათას ადამიანს, რომელთა შორის 3,5 ათასი ბავშვია, ჯიჰადისტები იყენებენ როგორც ცოცხალ ფარს. გარდა ამისა, ბანაკი ასადის არმიიდან ჯიჰადისტების წინააღმდეგ ოპერაციების ფარგლებში ხშირად ხდება თავდასხმის ობიექტი. „იარმუკის სიტუაცია ეპიკური მასშტაბის ჰუმანიტარული კატასტროფაა. აუცილებელია მისი დაუყოვნებლივ სტაბილიზება. ჩვენ არ შეგვიძლია ასე უბრალოდ ვიდგეთ და ვუყუროთ მასობრივ ხოცვას. ჩვენ არ შეგვიძლია იარმუკში ადამიანები ბედის ანაბარა მივაგდოთ“ – თქვა პან ჰი მუნმა.
წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციამ თავის მხრივ მოწოდება გააკეთა გარესამყაროსაგან მოწყვეტილი იარმუკისთვის, რომელსაც დიდი ხანია სასმელი წყალი და საკვები არა აქვს, აუცილებელი საჭიროებებით მოამარაგების საშუალება მიეცეთ.

banner
წინა სტატიაშიGoogle-ს რუსების პერსონალური მონაცემები რუსელ სერვერებზე გადააქვს
შემდეგი სტატიაჩრდილოეთ ევროპის ქვეყნები: რუსეთის მოქმედება ევროპულ უსაფრთხოებას საშიშროებას უქმნის