გაერო – აღმოსავლეთ უკრაინაში დაღუპულთა რაოდენობამ 6 000-ს მიაღწია

აღმოსავლეთ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 6 000-ს მიაღწია. “ბიბისის” ცნობით, ამის შესახებ გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა ზეიდ რაად ალ-ჰუსეინმა განაცხადა.
გაერო-ს ექსპერტების თქმით, მათ მიერ გამოქვეყნებული მსხვერპლთა საერთო რაოდენობა დონეცკში მალაიზიური “ბოინგის” ჩამოგდების შედეგად დაღუპულთა რიცხვსაც მოიცავს.
დონბასში პრორუს მებრძოლებსა და უკრაინის არმიას შორის დაპირისპირება გასული წლის აპრილის შემდეგ მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიისლამური სახელმწიფო twitter-ს ემუქრება
შემდეგი სტატიამიხეილ გიორგაძე – სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საყდრისი-ყაჩაღიანის საბადოს სტატუსს არ ეხება