გაეროში ერთი დელაგაცია გაემგზავრება და ასამბლეაზე სიტყვით ირაკლი ღარიბაშვილი გამოვა

გაეროში ერთი დელაგაცია გაემგზავრება და ასამბლეაზე სიტყვით ირაკლი ღარიბაშვილი გამოვა

გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოდან ერთი დელეგაცია გაემგზავრება. ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა მიაწოდა.

ბერუჩაშვილი ამბობს, რომ ასამბლეაზე სიტყვით, გასული წლის მსგავსად, ირაკლი ღარიბაშვილი გამოვა. პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კი გენდერული განვითარების პრობლემატიკასთან დაკავშირებით გაერო-ს კვირეულის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებას დაესწრება სადაც, მარგველაშვილი ლიტვის პრეზიდენტმა მიიწვია.

“გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და მას შემდეგ, რაც საქართველომ ოფიციალურად გაიარა პროცედურით გათვალისწინებული რეგისტრაცია, ჩვენი ქვეყნის დელეგაციას გაერო-ში წარმოადგენს პრემიერმინისტრი. ის მონაწილეობას მიიღებს გაერო-ს გენერალური ასამბლეის სხდომაზე, სადაც პრემიერი, როგორც საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი, სიტყვით გამოვა, ასევე დაგეგმილია განვითარების სამიტთან დაკავშირებით სპეციალური ღონისძიება, სადაც ირაკლი ღარიბაშვილი შეაჯამებს იმ წარმატებებს, შედეგებს, რაც საქართველოს ათასწლეულის განვითარების პროგრამის ფარგლებში აქვს. გარდა ამისა, გაერო-ს ამ ძალიან მნიშვნელოვანი კვირეულის ფარგლებში გათვალისწინებულია კიდევ მთელი რიგი ღონისძიება, რომელზეც საქართველოს პრემიერ-მინისტრი წარმოადგენს, მათ შორის ეს იქნება ბიზნესფორუმი,”- აცხადებს თამარ ბერუჩაშვილი.

banner
წინა სტატიაშიზაპაროჟიეში დადგმულმა ძეგლმა მსოფლიო შოკში ჩააგდო+ფოტო
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი:აჟიოტაჟი თუ მოიხსნება არაფერი საგანგაშო ქვეყანაში არ ხდება