გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა უკრაინის კრიზისს მიეძღვნა

ნიუ იორკში გაეროს შტაბ-ბინაში, გაეროს უშიშროების საბჭომ უკრაინის კრიზისში მდგომარეობის გამწვავებასთან დაკავშირებით სხდომას გამართა. სხდომაზე შეაფასეს რეგიონში მიდინარე მოვლენები. ეს სხდომა, უკრაინის კრიზისის დასწყისიდან 28-ე სხდომა იყო, რომელიც უკრაინიშ კრიზისს მიძღვნა.

სხდომაზე გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწის ჯეფრი ფელტმანმა განცხადა, რომ გაერო შეშფოთებულია უკრაინაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენებით. მისი თქმით კონფლიქტი ვერ გაგრძელდება ამ ფორმით, რადგან ის საფრთხეს უქმნის რეგიონის მშვიდობას და არღვევს მინსკის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს. ფელტმანის აზრით, რუსეთმა და უკრაინამ კონფლიქტის განახლებაში ერთმანეთის დადანაშაულებით, გზა ჩაუკეტეს მოლაპარაკების პროცესს. ამ მომენტისთვის ყველაფერზე მნიშვნელოვანია ცეცხლის შეწყვეტის ტექნიკურად განხორციელება, განაცხადა მან.

გაეროში აშშ-ს მუდმივმა წარმომადგენელმა, სამანტა პაუერმა, რუსეთი დაადანაშაულა კონფლიქტის გამწვავებაში და რუსეთის სამშვიდობო გეგმას, ,,ოკუპაციის გეგმა,, უწოდა. მან მოუწოდა რუსეთს, რომ გამოიყენოს თავისი გავლენა, შეიარაღებულ სეპარატისტებზე, რათა შეწყვიტონ უკრაინაში საომარი მოქმედებები.

რუსეთი დაადანაშაულეს, აგრეთვე უშიშროების საბჭოს მუდმივი წარმომადგენელი ქვეყნების, საფრანგეთისა და ინგლისის ელჩებმა. ხოლო რუსეთის წარმომადგენელმა ვიტალი ჩურკინმა, შეთანხმების დარღვევაში და ცეცხლის გახსნაში, უკრაინა დაადანაშაულა.

banner
წინა სტატიაშიძალოვანი უწყებების ხელმძღვანელებს პარლამენტში იბარებენ
შემდეგი სტატიაგიუმრის დანაშაულს ერთობლივი სომხურ-რუსული შტაბი გამოიძიებს