გაეროს მცდელობა ნარკოტიკების ლეგალიზება მოეხდინა, ჩავარდა

გაეროს მცდელობა ნარკოტიკების ლეგალიზება მოეხდინა, ჩავარდა

გაეროს მცდელობა ნარკოტიკების ლეგალიზება მოეხდინა, ჩავარდაგაეროს ოფიციოზის ნაწილის მცდელობა, რომ ქვეყნის ხელმძღვანელები დაერწმუნებინა ნარკოტიკების ლეგალიზებაში და იმაში, რომ მისი შენახვა და მოხმარება სისხლის სამართლის დანაშაულებებიდან ამოეღოთ, წარუმატებელი აღმოჩნდა.
ბიბისის ცნობით, გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულთა სამმართველო იძულებული გახდა უკან გამოეთხოვა საკუთარი წინადადება, რომელიც ნებისმიერი სახის ნარკოტიკის ლეგალიზებას უწევდა რეკონემდაციას და სადაც ნათქვამი იყო, რომ “თავისუფლების აღკვეთა ნარკოტიკის მოხმარების და შენახვისთვის ძალინ მძიმე სასჯელია”.
“ლეგალიზაციის შემოთავაზება არ ითვალისწინებს იმ რისკის ფაქტორს, რომელიც შეიძლება დადგეს მისი ინტენსიური მოხმარებისას” – განაცხადეს ბრიტანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში.

ჯერჯერობით უცნობია რა ბედი ეწევა დოკუმენტს სამომავლოდ.

banner
წინა სტატიაშიშვეიცარიამ რუსეთისთვის ბოდიშის მოხდაზე უარი განაცხადა
შემდეგი სტატიაირაკლი ალასანია ბიძინა ივანიშვილს და მიხეილ სააკაშვილს მიმართვას+ვიდეო