გადაყენებული ავიასამსახურის უფროსი პროკურატურისაგან სააკაშვილის საქმიანობის შესწავლას ითხოვს

saakashvili-i-antonjuk-ne-na-shutku-razrugalis_rect_7c2e4be269ec122702e78b70eb082a8bუკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის ავიასამსახურების გადაყენებული უფროსი დენის ანტონიუკი, უკრაინის პროკურატურას მიმართავს, რათა მან ოდესის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის საქმიანობა შეისწავლოს…
უკრაინული პროკურატურისადმი გაკეთებული განცხადების შესაბამისი ტექსტი, ანტონიუკმა ,,ფეისბუქის,, საკუთარ გვერდზეც გამოაქვეყნა.
,,გთხოვთ გადაწყვიტოთ საკითხი, არის თუ არა სააკაშვილის მოქმედებებში სისხლის სამართლის დანაშაული, რომელსაც უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 364 მუხლის 1 პუნქტი (ხელისუფლების ან თანამდებობის ბოროტად გამოყენება რედ.) ითვალისწინებს,, ნათქვამია განცხადებაში.
ანტონიუკი ასევე სთხოვს პროკურატურას, გამოიძიოს მისი გადაყენების საკითხი.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის ავიასამსახურის უფროსი დენის ანტონიუკი, მას შემდეგ გადააყენეს, რაც ავიასამსახურის კომისიის სხდომაზე ის სააკაშვილმა ახალი ავიახაზებისა და ავიაკომპანიების დანიშვნის წინააღმდეგ უკანონო მოქმედებებში, მონოპოლიების შექმნასა  და კორუფციაში დაადანაშაულა…

/გთავაზოთ ანტონიუკისა და სააკაშვილს შორის ავიასამსახურის კომისიის სხდომაზე გამართულ შელაპარაკების ამსახველ ვიდეოს/

banner
წინა სტატიაშითინა ბურჯალიანი: წინა ხელისუფლებამ საქმე მოიგო, სამწუხაროდ ეს ხელისუფლება აღსრულებას ვერ ახერხებს
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი: სასამართლოს შიგნით სტაბილურობა მნიშვნელოვანია