გადადგა თუ არა დავით ნარმანიას მოადგილე?

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

ვაკანტურია თუ არა თბილისის მერის მოადგილის სავარძელი- კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის შემდეგ, ამჯერად ინფორმაცია გიორგი სოლომონიას შესაძლო გადადგომის შესახებ ვრცელდება. ამ დროისთვის თბილისის მერი მივლინებაშია.

მერიაში გავრცელებულ ინფორმაციას ჯერჯერობით არ ადასტურებენ და ამბობენ, რომ გიორგი სოლომონია მივლინებაში იმყოფება.

საკრებულოს ოპოზიციაში აცხადებენ, რომ არ არის გასაკვირი სოლომონიას შესაძლო გათავისუფლება, რადგან ოპოზიციაში ამბობენ, რომ “ჩავარდნილ პროექტებზე” პასუხისმგებლობა მას ეკისრება.

საკრებულოს ნაციონალური მოძრაობა – თბილისის თავმჯდომარე, ირაკლი აბესაძე, ამბობს, რომ თბილისის მერია “გარედან, შინაგან საქმეთა სამინისტროდან, სპეცსამსახურებიდან იმართება, რომელიც, მისივე თქმით, დავალებებს ივანიშვილისგან იღებენ”.

banner
წინა სტატიაშიდავით საგანელიძე: უნდა ველოდოთ, რომ იქნება საკმაოდ დაძაბული პოლიტიკური წელი
შემდეგი სტატიანოდარ ჯავახიშვილი: საკმაოდ სწრაფი ნაბიჯებით მივდივართ წინ, მაგრამ ძალიან შორს ვართ საჭიროებებიდან